აბაბკოვოს მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბაბკოვოს მონასტერი
აბაბკოვოს მონასტერი — რუსეთი
აბაბკოვოს მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°02′22″ ჩ. გ. 43°08′24″ ა. გ. / 56.03944° ჩ. გ. 43.14000° ა. გ. / 56.03944; 43.14000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა აბაბკოვო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5220122000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1818

აბაბკოვოს მონასტერი (რუს. Абабковский монастырь) — მოქმედი დედათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის პავლოვსკის რაიონის სოფელ აბაბკოვოში. მდებარეობს მდინარე ოკის მარჯვენა ნაპირზე. დაარსებულია 1818 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვიკსოს ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბაბკოვოს მონასტერი დაარსდა 1818 წელს ბერ ლამპადი მასლენიკოვის მიერ სერაფიმ საროველის კურთხევით, როგორც ქვრივთა და ობოლთა თავშესაფარი. 1848 წლიდან ეწოდა ქალთა თემი, ხოლო 1859 წლიდან მესამე კლასის დედათა მონასტერია. XX საუკუნის დასაწყისში მონასტერში 200 ქალი ცხოვრობდა.

1851 წელს ეკლესია, ორი საკურთხევლით აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ერთ-ერთი საკურთხეველი აკურთხეს წმინდა გიორგის სახელზე, ხოლო მეორე წმინდა ნიკოლოზის სახელზე.

XX საუკუნის დასაწყისში წარიმართა აქტიური სამშენებლო სამუშაოები (ცხრაგუმბათიანი ეკლესია, საავადმყოფო კორპუსი, რამდენიმე ქვის და ხის კორპუსი, სატრაპეზო, ორი სასტუმრო). მონასტერს ჰქონდა სკოლა, საავადმყოფო, სასტუმრო სახლი, ხატმწერი სახელოსნო.

მონასტრის ლიკვიდაცია მოხდა 1928 წელს, ტაძრები ააფეთქეს, ტერიტორია გადაეცა პავლოვსკის მუშათა კლასის დასასვენებელ სახლს.

მოგვიანებით მონასტრის ადგილზე განათავსეს სამხედრო ნაწილი. შემდეგ არასრულწლოვანთა ციხე, ხოლო ბოლოს პიონერთა ბანაკი.

აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანამ სანამ აღნიშნულ ტერიტორიას ეკლესიას გადასცემდნენ ხუთი წელი მიტოვებული იყო. ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, განადგურდა და დაანგრია: ყველა ფანჯარა გატეხილი იყო, არ იყო კარები, ზოგიერთ ადგილას არ იყო ჭერი და სახურავი. ღუმელები არ მუშაობდნენ.

1995 წლის 8 თებერვალს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა ნიკოლაიმ (კუპეტოვი) ხელი მოაწერა ოფიციალურ დოკუმენტს მონასტრის აღორძინების შესახებ[1][2]. აღორძინებული მონასტრის პირველი წინამძღვარი გახდა დედა იოანა (კურბატოვა), მურომის სამების მონასტრიდან. პირველი მონაზვნები ცხოვრობდნენ ყოფილი იღუმენის სახლში. აღორძინების დასაწყისში აბაბკოვოს მონასტერში ცხოვრობდა 10-12 მონაზონი.

2001 წელს მიტროპოლიტმა ნიკოლაიმ აკურთხა იღუმენიის კორპუსის კარის ეკლესია ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე.

2002 წლის თებერვალში მონასტერში მივიდნენ დივეევოს დედაოები მონაზონ ნიკონას მეთაურობით, რომელიც მოგვიანებით გახდა ტაძრის წინამძღვარი.

2005 წლის 13 თებერვალს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აღასრულა საღვთო ლიტურგია[3], ხოლო ამავე წლის მაისში საფუძველი ჩაუყარეს კვართის ეკლესიას[4][5]. 2007 წელს მონასტრამდე დააგეს გზა.

2008 წლის 16 სექტემბერს მონასტერს კვლავ ეწვია მთავარეპისკოპოსი. ამ დროისათვის ფუნდამენტი დასრულებული იყო და კედლები ამოყვანილი პირველი სართულის დონეზე[6].

2010 წლის 7 თებერვალს მონასტრის აღორძინების 15 წლისთავთან დაკავშირებით, კარის ეკლესიაში საღვთო ლიტურგია აღავლინა მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ, ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე[1].

2016 წლის 6 ნოემბერს ეპისკოპოსმა ბარნაბამ აკურთხა კვართის ეკლესიის სამრეკლოს ჯვარი[7].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. Виноградов. Краткая история Абабковского Николаевского женского третьеклассного монастыря. Нижний Новгорол, 1889.
  • Русское православное женское монашество XVIII—XIX вв. Сергиев Посад, 1992, с. 106—109.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ермолина, Анна. (7 февраля 2010 года) Исполнилось 15 лет с начала возрождения Николаевского Георгиевского монастыря (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
  2. Исполнилось 14 лет с начала возрождения Абабковского женского монастыря, nne.ru, 13 февраля 2009 года
  3. 13 февраля 2005 года. Архив архиерейских служений. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
  4. Освящен восстановленный монастырский корпус в Николаевском Георгиевском женском монастыре (фото). Нижегородская епархия (12 марта 2007 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
  5. Ежегодное заседание Нижегородского Епархиального собрания. Нижегородская епархия (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2010-01-18.
  6. Валкин, Григорий. (16 сентября 2008 года) Сегодня архиепископ Георгий совершил Литургию в Николаевском Георгиевском женском монастыре в селе Абабково (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
  7. Алексей Еремин. (2016-11-09) Крест для колокольни строящегося храма освящен в Николаевском Георгиевском женском монастыре. Нижегородская митрополия. ციტირების თარიღი: 2017-02-12.