ალაფუზოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალაფუზოვის სახლი
რუს. Дом Алафузова
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

ალაფუზოვის სახლი (რუს. Дом Алафузова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. როსტოვის საოლქო კომიტეტის 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 104.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში თანამედროვე სახლის ადგილზე იდგა ორი სახლი ნომრებით 90 და 92 (ამჟამად 104). ამ ორი სახლის გაერთიანება ერთი ნომრის ქვეშ მოხდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლები სხვადასხვა ნომრით იყო, მაინც გააერთიანეს, რადგან იგი ერთი და იმავე ადამიანის მფლობელობაში იყო. მათი მფლობელი მცირე ხნის განმავლობაში XIX საუკუნის ბოლოს იყვნენ ტაგანროგელები ანტონ იგნატოვი და მილტიად ალექსოპულო. ეს უკანასკნელი იყო მდიდარი ვაჭარი, რომელიც ცხოვრობდა მიწის შემოსავლების ხარჯზე. მოგვიანებით ალექსოპულომ გაყიდა თავისი კუთვნილება და მფლობელი გახდა ეპომინონდ ალაფუზოვი.

მილტიადე ალექსოპულოს ცოლს ადელაიდას სახლი ეკუთვნოდა 1870-იან წლებში. ადელაიდა გარდაიცვალა 1887 წელს, მილტიადე 1901 წელს. ადელაიდას გარდაცვალებიდან 1900 წლამდე სახლი ნომრით 90 ეკუთვნოდა მილტიადეს, ხოლო სახლი ნომრით 92 მილტიადეს კუთვნილებაში იყო 1890-იანი წლების შუა პერიოდამდე, რის შემდეგაც სახლი მიჰყიდა ანტონ იგნატოვს.

1876 წელს ამ სახლებში განთავსებული იყო ლაზარეთი.

სახლის უკანასკნელი მფლობელი იყო ეპომინონდ ალაფუზოვი, რომელმაც 25 ათასად იყიდა ორივე სახლი და მოგვიანებით საჩუქრად გადასცა ქალაქს. ამ კეთილშობილური ფაქტის გამო ეპომინონდ ალაფუზოვი დააჯილდოეს წმინდა ანას სახელობის მეორე ხარისხის ორდენით.

1926 წელს შენობაში განათავსეს სასწრაფო დახმარების სამსახური.

ამჟამად კი შენობაში განთავსებულია პოლიკლინიკა № 3.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]