არაკანცევის ბიუსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაკანცევის ბიუსტი
Бюст Араканцева
მდებარეობა სემიკარაკორსკი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მასლიჩენკო
გარე სურათები
სემიკარაკორსკი. ალექსი არაკანცევის ბიუსტი

არაკანცევის ბიუსტი (რუს. Бюст Араканцева) — ძეგლი ქალაქ სემიკარაკორსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება რსფსრ-ის დამსახურებულ მშენებელს ალექსი არაკნცევს. ბიუსტის ავტორია ივან მასლიჩენკო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სემიკარაკორსკში დგას რაიონის ცნობილი ადამიანების რამდენიმე ბიუსტი, მათ შორის: მწერალი ვ. ზაკრუტკინი, მწერალი ბ. კულიკოვი, მშენებელი ა. არაკანცევი, თევზის მრეწველობის ხელმძღვანელი ი. აბრამოვი. ამ ბიუსტების ავტორია ივანე ივანეს ძე მასლიჩენკო.

ქალაქში დგას რსფსრ-ის დმსახურებული მშენებლის ალექსი ალექსანდრეს ძე არკანცევის ბიუსტი.

ალექსი ალექსანდრეს ძე არკანცევი დაიბადა 1929 წელს როსტოვის ოლქის სტანიცა სემიკარაკორსკში. აქვე სწავლობდა და 1958 წლიდან მუშაობდა მშენებლად.

მისი მონაწილეობით ოლქში აშენდა: ზადონო-კაგალნიცკის მეფრინველეობის ფაბრიკა, ნავთობბაზა, საკონსერვო და ყველის ქარხნები, საავადმყოფო კომპლექსი, კულტურის რაიონული სახლი, № 1, № 2, № 3 სკოლები, საბავშვო ბაღო „ოქროს თევზი“, საერთო საცხოვრებლები და სასწავლო კორპუსები, სემიკარაკორსკის საცხოვრებელი სახლიდა სხვა ნაგებობები.

ალექსი არკანცევი დაჯილდოებული იყო: შრომის წითელი დროშის ორდენით, ორდენით „ღირსების ნიშანი“. მას მინიჭებული ჰქონდა „რსფსრ-ის დამსახურებული მშენებლის“ და „დონის საუკეთესო მშენებლის“ სტატუსები.

დამსახურებული მშენებელი დაიღუპა 2001 წელს, დაკრძალულია სემიკარაკორსკში. მისი სახელი ეწოდება პროსპექტს სემიკარაკორსკში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არკანცევის ბიუსტი დგას მრგვალ ბეტონის კვარცხლბეკზე, რომელიც გარშემორტყმულეია საფეხურებით. საფეხურიები სიმბოლურად განასახიერებს ალექსი არკანცევის სამშენებლო საქმიანობას. ძეგლის გარშემო ტერიტორია კეთილმოწყობილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]