ბორისოგლების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორისოგლების კოშკი
Борисоглебская башня
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
ტიპი მრგვალი კოშკი
მასალა აგური
თარიღდება XVI საუკუნე

ბორისოგლების კოშკი (რუს. Борисоглебская башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის აღმოსავლეთით მდებარე კოშკი. მდებარეობს გეორგიევსკისა და ზაჩატევის კოშკებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორისოგლების კოშკი თარიღდება XVI საუკუნით. 1620 წელს გადააკეთეს. გადაკეთების შედეგად კოშკს მიაშენეს კონტრფორსტები. კოშკმა სახელი მიიღო მეზობლად მდებარე წმინდა ბორისისა და გლების სახელობის ეკლესიისაგან, რომელიც არ არის შემონახული დღევანდელ ეპოქამდე. კოშკის მეორე სახელია დუხოვსკის კოშკი. აღნიშნული სახელი მიღებულია დუხოვსკის მონასტრისაგან, რომელიც ასევე არ არის შემონახული თანამედროვე ეპოქამდე.

1785 წელს ბორისოგლების კოშკი ზაჩატევის კოშკთან ერთად დაანგრიეს და ისინი ჩაანაცვლეს მაღალი კედლით. 1833 წელს კედელი გადაიტანეს.

1966 წელს კოშკის ნანგრევები (პირველი სართულის ნარჩენები) გათხარეს, ხოლო1974 წელს კოშკი კვლავ აღადგინეს თავდაპირველი მდებარეობის მიხედვით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვიატოსლავ აგაფონოვი თავის წიგნში „ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი. არქიტექტურა, ისტორია, რესტავრაცია“ წერს: „ზომების მიხედვით ბორისოგლების კოშკი მრგვალია და ახლოს დგას კლადოვოის და პოროხოვოის კოშკებთან. ყველა სხვა კოშკების მსგავსად ბორისოგლების კოშკიც ოთხ იარუსიანია. მეორე იარუსი პირველის ანალოგიური იყო. მესამე იარუსს უფრო სქელი კედლები ჰქონდა და ბრტყელი გადახურვა. ზემო იარუსზე რვა საბრძოლო ფანჯარა ჰქონდა. ზედა იარუსზე თერთმეტი ქონგურია.

ბორისოგლების კოშკი აგებულია ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის სხვა კოშკების კონსტრუქციების მსგავსად“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агафонов С. Л. Нижегородский кремль. Архитектура, история, реставрация. — Горький: Волго-Вятское издательство, 1976. — 136 с.
  • Кирьянов И. А. Нижегородский Кремль. Очерк истории кремля в городе Горьком. — Горький: Горьковское книжное издательство, 1956. — 116 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]