გაუსვალდის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაუსვალდის აგარაკი
Дача Гаусвальд
კოორდინატები 59°58′40″N 30°17′01″E / 59.97775° ჩ. გ. 30.283528° ა. გ. / 59.97775; 30.283528
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ვლადიმერ ჩაგინი, ვასილი შიონე
ტიპი აგარაკი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1898
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802557000

გაუსვალდის აგარაკი (რუს. Дача Гаусва́льд) — კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქვის კუნძულზე. შენობა ააგეს 1898 წელს მოდერნის სტილში, მეფუნთუშის ცოლის ევგენია კარლის ასული გაუსვალდისთვის. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ვლადიმირ ჩაგინი და ვასილი შიონე. 1910-1916 წლებში დააშენეს და მიშენეს ახალი სათავსოები მოდერნის სტილში.

1918 წელს აგარაკზე განათავსეს ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის მესამე საბავშვო კოლონია, რომელიც მოქმედებდა 1923 წლამდე. შემდეგ წლებშ დიდი ხნის განმავლობაში შენობას იკავებდა ლენინგრადის მეტალურგიული ქარხნის სანატორიუმ-პროფილაქტორიუმი.

1980-იანი წლების დასაწყისში აქ გადაიღეს ფილმი „შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავალი“ (პერსონაჟ ირენ ალენის სახლი). გარდა ამისა შენობაში გადაიღეს ფილმები: „დონ სეზარ დე ბაზანი“, „მფრინავი თაგვი“, „მარიცა“ და „ოჯახის გარეშე“.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა ორსართულიანია, აქვს სარდაფი და დგას მაღალ ცოკოლზე. აგებულია ხისგან, ნაწილი — აგურისგან. გაუსვალდის აგარაკი ითვლება რუსეთში მოდერნის სტილში აგებულ პირველ ნაგებობად.

საბჭოთა პერიოდში შენობა არაერთხელ გადააკეთეს მის ფუნქციურ დანიშნულებასთან დაკავშირებით. ყველაზე სერიოზული ცვლილება განიცადა 1984 წლის კაპიტალური რემონტის დროს.

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოსტსაბჭოთა პერიოდში შენობა გადავიდა კომერციული ფირმის მფლობელობაში. 2008 წლიდან შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით (2008 წლის მარტი), გაუსვალდის კოტეჯის დაზიანებული ხის ნაწილების დემონტაჟი იყო საჭირო, მაგრამ 2009 წელს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ხელახალი ექსპერტიზა ჩაეტარებინა. ექსპერტიზის დამკვეთი იყო ძეგლთა დაცვის კომიტეტი. 2017 წელს, ახალი ექსპერტიზის დასკვნით კოტეჯის ხის ნაწილების 70-75 % უნდა შენახულიყო. ოქტომბერში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ 2018 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სამუშაოები შეწყდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]