გრიშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიშა
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 18 აპრილი, 1886

გრიშა (რუს. Гриша) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 18 აპრილს, ჟურნალ „Осколки“-ს მეთოთხმეტე ნომერში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობის სიუჟეტი ანტონ ჩეხოვს ვიქტორ ბიბლინმა შესთავაზა. 1886 წლის 14 მარტით დათარიღებულ წერილში ვ. ბიბლინი წერდა: „მე პერიოდულად მოგაწვდით ხოლმე სტატიების თემებს...“. 1886 წლის 14 მარტით დათარიღებულ წერილში ის ერთ-ერთ დაპრებულ თემას უწევს რეკომენდაციას: „პატარა (2—3—4 წლის) ბავშვის ფსიქოლოგია. ფედია?“.

მოტხრობა თავდაპირველად 1886 წლის 18 აპრილს, იუმორისტულ ლიტერატურულ-მხატვრულ ყოველკვირეულ ჟურნალ „Осколки“-ს მეთოთხმეტე ნომერში გამოქვეყნდა. მოთხრობის მცირედ შეცვლილი ვერსია ჩეხოვმა ადოლფ მარქსის 1899—1901 წლებში გამოცემულ თხზულებათა კრებულის პირველ ტომში შეიტანა.[1].

ჩეხოვის სიცოხლეშივე მოთხრობა უნგრულ, გერმანულ, სერბო-ხორვატულ და ჩეხურ ენებზე ითარგმნა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი წლისა და რვა თვის ბიჭი გრიშა, ცოტა თავისებური ძიძის თანხლებით სამყაროში თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. მისი დახმარებით იღებს პირველ ყლუპ ალკოჰოლსაც კი. სარამოს გრიშა დედას უყვება სად იყო და რა ნახა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უმნიშვნელო პრობლემები ექმნება, რომელსაც დედა აბუსალათინის ზეთით მკურნალობს.

პატარა ბიჭის, გრიშას სახის პროტოტიპი მწერალმა ნიკოლოზ ლეიკინის ნაშვილები ბავშვისგან, ფედიასგან აიღო, რომელიც მას 1884 წელს მიუგდეს და მწერალმა ის 1886 წელს იშვილა. ლეიკინმა ჩეხოვს რამდენიმეჯერ მიწერა ბიჭის ცხოვრების შესახებ. ცეხოვი ლეიკინთან 1885 წელს იმყოფებოდა და არაერთხელ იხსენებდა ბიჭს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Чехов А. П. Гриша // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
  • ევგენი ლიაცკი. Ст. А. П. Чехов и его рассказы. „ევროპის მაცნე“, 1904, № 1, გვ. 158.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიშა, ორიგინალური რუსული ტექსტი
  • გრიშა, ინგლისურენოვანი თარგმანი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოთხრობა „გრიშა“. შენიშვნები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-11. ციტირების თარიღი: 2017-06-22.