დონის როსტოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

ეკლესია 1902 წელს

დონის როსტოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნ. მ. სოკოლოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური სტილი
თარიღდება 1890-1894

დონის როსტოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Михаила Архангела) — 1960-იან წლებში დანგრეული ტაძარი დონის როსტოვში. ეკლესია შენდებოდა 1890-1894 წლებში ბორკის მაცხოვრის ტაძრის ანალოგიურად და მის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობდა თანამედროვე ნიკოლაევსკაიის საქალაქო საავადმყოფოს ადგილზე. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია დახურეს და 1960-იანი წლების დასაწყისში მთლიანად დაანგრიეს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე დონის როსტოვში, სავარაუდოდ ააშენეს 1762 და 1764 წლებში. იგი მდებარეობდა დოლმანოვსკის ციხესიმაგრის დასავლეთით. 1778 წელს გაუქმებული დოლმანოვის პოლკის კაზაკები გავავიდნენ როგოვსკში. მასთან ერთად გადაიტანეს ეკლესიაც, რომელიც დადგეს სტანიცა ალექსანდროვსკაიის დასავლეთ ნაწილში[1].

1876 წელს დონის როსტოვის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინათ ქალაქის საავადმყოფო. მის ასაშენებლად გამოყვეს მიწის ნაწილი დიდი სადოვაიისა და პუშკინის ქუჩებს შორის როსტოვი-ნახიჩევანის საზღვარზე. თუმცა რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების გამო ეს გეგმები გადაიდო, ხოლო გამოყოფილ ტერიტორიაზე დროებით განთავსდა წითელი ჯვრის ჰოსპიტალი[1].

ნიკოლაევსკის საავადმყოფოს პროექტი. XIX საუკუნის დასასრული.

1880-იანი წლების ბოლოს საავადმყოფოს აშენების გეგმა კვლავ ძალაში შევიდა. არქიტეტორმა ნ. სოკოლოვმა გადაამუშავა საავადმყოფოს გეგმა,რომელიც განიხილავდა საავადმყოფოს ეკლესიის მშენებლობასაც. ეკლესიის საძრიკველის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1890 წლის 18 მაისს. საძირკველის ქვა აკურთხა ეკატერინოსლავისა და ტაგანროგის ეპისკოპოსმა სერაფიონმა[1].

საავადმყოფოს მშენებლობის პროცესში იყო წინადადება მისთვის ეწოდებინათ „ნიკოლაევსკის ეკლესია“ იმპერატორ ნიკოლოზ II-ზე იაპონიის ქალაქ ოცუში თავდასხმისას იმპერატორის გადარჩენის აღსანიშნავად. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭარ პლატონ ტროიანკინის ფინანსებით. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1894 წელს. ეკლესია აკურთხეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე[1].

მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია მიწერილი იყო ახლოს მდებარე დონის როსტოვის ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაზე. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მამასახლისი იყო პეტრე პარამონოვი, ცნობილი როსტოველი ვაჭრის ელპიდიფორ პარამონოვის შვილი[1].

მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია ააგეს ნეობიზანტიურ სტილში. ეკლესიის ფასადის გაფორმებაში გამოიყენება ძველი რუსული სტილი. ეკლესიის შესასვლელის თავზე ორსართულიანი სამრეკლო დგას[1].

1923 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესიის ახურვის შესახებ, მაგრამ იგი კიდევ რამდენიმე წელი განაგრძობდა ფუნქციონირებას. 1930 წელს როსტოვში შეიქმნა სამედიცინო ინსტიტუტი და მას გავაეცა ყოფილი ნიკოლაევსკის საავადმყოფო. ინსტიტუტის შენობა ძლიერად დაზიანდა დიდი სამამულო ომის დროს. 1940-იანი წლების ბოლოს მთელი კორპუსი, ეკლესიასთან ერთად, აღადგინეს. ყოფილი მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია მცირე ხნით იგა ინსტიტუტის ტერიტორიაზე, მასში განათავსეს ტირი სტუდენტებისთვის. 1960-იანი წლების დასაწყისში ეკლესია დაანგრიეს. ამჟამად მის ადგილზე დგას როსტოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-დიაგნოსტიკური კორპუსი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 39—41. — ISBN 5-98155-014-7.