დონის როსტოვის სულთმოფენობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის სულთმოფენობის ტაძარი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ი. სოლნიშკინი, ი. განუსი
თარიღდება 1996

დონის როსტოვის სულთმოფენობის ტაძარი (რუს. Храм Преполовения) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია პირველად მოიხსენიება 1824-1829 წლებში, როდესაც ააშენეს პირველი მოზრდილი ქვის ფერისცვალების ეკლესია კაზაკების სტანიცა ნიჟნი-გლინოვსკში. ეკლესია ააგეს სტანიცელების მიერ შეგროვებული ფულით. ტაძარი შენდებოდა ხუთი წლის განმავლობაში. 1829 წელს მშენებლობის დასრულებისას აკურთხეს ქრისტეს აღდგომის სახელზე, თუმცა ადგილობრივი მრევლისა და ვორონეჟისა და ჩერკასკის ეპისკოპოსის ეპიფანეს თხოვნით, საეკლესიო დღესასწაულად დააწესეს სულთმოფენობა. სწორედ ამიტომ ეკლესიას ეწოდა სულთმოფენობის სახელი. 1890 წელს ერთგუმბათიან ტაძარს მიადგეს სამრეკლო, ეკლესიასთან ახლოს იდგა საყარაულო და კანცელარია. ეკლესისთან 1823 წელს მუშაობდა ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, 1878 წლიდან კი ქალთა დაწყებითი სასწავლებელი. ეკლესიის შტატში ითვლებოდა მღვდელი და მეფსალმუნე, რომლებიც ცხოვრობდნენ შემოწირულობებით.

XIX საუკუნეში დონის როსტოვში და მის შემგარენში ზოგჯერ იფეთქებდა ხოლმე ქოლერის ეპიდემია, რომელიც მრავალი მოქალაქის სიცოცხლეს ანადგურებდა. ეპიდემიის წინააღმდეგ ლოცვისათვის იყენებდნენ აქსაის ღვთისმშობლის ხატს - ოდიგიტრიას. 1892-1893 წლებში მოსახლეობის დაავადების თავიდან აცილების მიზნით ტაძართან ააშენს სამლოცველო სასწაულმოქმედი აქსაის (სმოლენსკის) ღვთისმშობლის ხატის - ოდიგიტრიის სახელზე.

1908-1909 წლებში ტაძარს მიაშენეს ორი ახალი ნავი საკურთხევლებით: მარცხენა, ჩრდილოეთის ნავი მიაშენეს 1909 წლის 27 ოქტომბერს და აკურთხეს კიევის მიტროპოლიტის ალექსი კიეველის სახელზე, ხოლო მარჯვენა, სამხრეთის ნავი 1909 წლის 7 დეკემბერს მიაშენს და აკურთხეს აქსაის (სმოლენსკის) ღვთისმშობლის ხატის - ოდიგიტრიის სახელზე. ეკლესიას ჰქონდა მაღალი სამრეკლო. ამ პერიოდისათვის ეკლესიის ინტერიერი შეღებილი იყო ზეთოვანი საღებავებით, გამოსახული იყო წმინდანები და წმინდა წიგნის სიუჟეტები. 1898 წელს სულთმოფენობის ეკლესიასთან მუშაობა დაიწყო საეკლესიო-სამრევლო სკოლამ. გაიზარდა ეკლესიის შტატი, დაემატა ორი მღვდელი, დიაკვანი და ორი მეფსალმუნე.

სამოქალაქო ომის პერიოდში ეკლესია გახდა თეთრების მოძრაობის ცენტრი, სადაც მიმდინარეობდა საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო შეტაკებების დაგეგმვა. 1918 წელს ეკლესიის წინამძღვარმა ალექსი ჩასოვნიკოვმა მოიწვია სტანიცის კაზაკების კრება, სადაც მოსახლეობას მოუწოდა გაეწიათ შეიარაღებული წინააღმდეგობა წითელი არმიის პრაპორშჩიკის რუდოლფ სივერსის (1892-1918 წწ.) წინააღმდეგ, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა დონის როსტოვი თეთრების გენერალ ლავრ კორნილოვთან (1870-1918 წწ.) შეტაკების შევეგად.

1933 წელს დახურეს და ნაწილობრივ დაანგრიეს ეკლესია. მისი სამრეკლო გარკვეული პერიოდი გამოიყენებოდა საპარაშუტე კოშკად. ეკლესიის საბოლოო დანგრევა მოხდა 1940 წელს, ხოლო 1942 წელს დანგრეული ეკლესიის სარდაფში დაიწყო სულთმოფენობის ეკლესიის მრევლისათვის მსახურების აღდგენა. 17 წლის შემდეგ, 1959 წელს, რკინიგზის სადგურის მშენებლობის გამო მრევლი გამოვიდა სარდაფიდან, საეკლესიო ნივთები და ფასეულობები გადაეცა სახელმწიფოს. ადგილზე, სადაც მდებარეობდა ეკლესია ააშენეს რკინის საწყობი № 7, ხოლო ყოფილი საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში განათავსეს კინოთეატრი „მშვიდობა“. 1991 წელს აღორძინებულმა კაზაკთა მრევლმა მოითხოვა კინოთეატრის დახურვა და მისი შენობის დაბრუნება სულთმოფენობის მრევლისათვის.

1996 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენა. პროექტის ავტორი გახდა „სპეცპროექტრესტავრაციის“ ინსტიტუტის არქიტექტორი ი. სოლნიშკინი, მაგრამ ესკიზის შემუშავების შემდეგ, ეკლსიის წინამძღვრის მოთხოვნით, ეკლესიის პროექტი დაუკვეთეს რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგრომრეწვლობის კომპლექსის არქიტექტორს ი. ვ. გასინს. 1999 წელს ეკლესიაში უკვე აღევლინებოდა ღვთისმსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის მშენებლობა ჯერ კიდე არ იყო დასრულებული.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის პირველი წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ, რომლის დროსაც ეკლესიასთან გაიხსნა მუსიკალური და საეკლესიო-სამრევლო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა ანტონიმ, რომელიც მართლმადიდებლობისათვის გულმოდგინე შრომის გამო დააჯლდოეს წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის მედლით.

დონის როსტოვის სულთმოფენობის ტაძარი შემოღობილია, ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს წყარო და ომში დაღუპული კაზაკების სამახსოვრო ჯვარი.

რელიქვია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარში ინახება ამბროსი ოპტინელისა და ეგნატე ბრიაჩანინოვის სხეულის წმინდა ნაწილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]