დონის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი
47°13′05″ ჩ. გ. 39°42′32″ ა. გ. / 47.218306° ჩ. გ. 39.708889° ა. გ. / 47.218306; 39.708889
დაარსდა 2006
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა დონის როსტოვი და Nedvigovka
სტატუსი სამხედრო-ისტორიული მუზეუმი
Map
გარე სურათები
დონის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი

დონის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი (რუს. Донской военно-исторический музей) — სამხედრო ისტორიის მუზეუმი. მდებარეობს დონის როსტოვში და როსტოვის ოლქის მიასნიკოვის რაიონის ხუტორ ნედვიგოვკაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის როსტოვის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი დაარსდა 2006 წელს, რათა გააცნოს რუსეთის სტუმრებს ქვეყნის არმიის ისტორია და მისი როლი სახელმწიფოს ცხოვრებაში. მუზეუმში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საავტომობილი ტექნიკა, ტანკები და სხვა ექსპონატები, რომლებიც დაკავშირებულია დონის მხარის სამხედრო ისტორიასთან. მუზეუმში მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის, მონღოლ-თათართა შემოჭრისა და სხვა პერიოდის მოვლნების რეკონსტრუქცია.

ექსპოზიციაში, რომელიც განთავსებულია დონის როსტოვი მუზეუმის დახურულ სივრცეში, წარმოდგენილია სამხედრო მეთაურების ფოტოები, სამხედრო ფორმები, საყოფაცხოვრებო საგნები, ჯარისკაცის სხვადასხვა დროის სამხედრო ინვენტარისა და ამუნიციის ელემენტები. ექსპონატების რიცხვშია: მუშკეტები, პისტოლეტები, ავტომატები, შაშხანები, ტყვიამფრქვევები, ხიშტები, ხმლები და სამხედრო ტექნიკის სსვადასხვა სახეობის დიდი რაოდენობა.

მუზეუმის ექსპოზიციაში, რომელიც მდებარეობს ღია ცის ქვეშ დონის როსტოვიდან 20 კმ-შუ ხუტორ ნედვიგოვკაში, განთავსებულია მსხვილი სამხედრო ტექნიკა[1]. აქვე აგებულია ანგარი, ძველი სამხედრო ციხესიმაგრის მაკეტი.

ღია ცის ქვეშ და ანგარებში შესაძლებელია დამთვარიელებელმა იხილოს მსხვილგაბარიტიანი ტექნიკა. მათ შორის ტანკები, ჯავშან-მანქანები, წითელი ჯვრის მანქანები, დანაღმული ველის განსანაღმი მანქანები, ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობა (ГАЗ-М1 ფაეტონი, ГАЗ-67б, ЗИС-5, Stoewer R200 Kfz 4, სატვირთო L2H143), მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა კავშირის საარტილერიო შეიარაღება (БМ-13Н), ასევე გერმანიისა (7,5-cm le.I.G.18) და აშშ-ის შეიარაღება. მოქმედი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა სამხედრო აღლუმებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]