ეფიმ კოსტინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფიმ კოსტინის სახლი
რუს. Дом Е. Я. Костина
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
გახსნის თარიღი XIX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ეფიმ კოსტინის სახლი (რუს. Дом Е. Я. Костина) — შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). მდებარეობს სუვოროვის ქუჩაზე (სახლი 29/37). სავაჭრო სახლი ააშენეს XIX საუკუნეში და ეკუთვნოდა ვაჭარ ეფიმ კოსტინს[1]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის ხელოვნების, არქიტექტურისა და ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს[3]. 1917 წლამდე სახლი იმყოფებოდა მისამართზე მცირე სადოვაიის ქუჩა 37/35. გარდა აღნიშნული სახლისა მის მფლობელს ეკუთვნოდა ასევე კარაქის ქარხანა. სახლის მფლობელი იყო თავად, ხოლო ქარხანას ფლობდა მეუღლესთან, დომნა კოსტინასთან, ერთად. კოსტინებს ჰყავდათ სამი შვილი: ვასილი კოსტინი მაღაზიის მეპატრონე, დაკავებული იყო საკონდიტრო საქმიანობით, სტეფანე კოსტინი ამუშავებდა კარაქის ქარხანას და უმცროსი ფილიპე, ქალაქის პირველი საპოლიციო უბნის კანცელარიის მოსამსახურე[1].

ვაჭარ ეფიმ კოსტინის სახლი როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 გადაწყვეტილების პირველი დამატების მიხედვით გახდა რუსეთის ფედერაციის ისტორიისა და კულტურის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი და მისი დაცვა საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფომ[4].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ოთხსართულიანია. შემონახულია ჩვენს დრომდე. XXI საუკუნეში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომლის დროსაც გაუმჯობესდა და შეიცვალა ძირითადი ფასადი, რისთვისაც გამოიყენეს აგური და სხვა მასალები[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]