ეფრემოვო-სტეფანოვკის სტეფანე პირველმოწამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფრემოვო-სტეფანოვკის სტეფანე პირველმოწამის ეკლესია

ეკლესიის შენობა რევოლუციამდე

ეფრემოვო-სტეფანოვკის სტეფანე პირველმოწამის ეკლესია — რუსეთი
ეფრემოვო-სტეფანოვკის სტეფანე პირველმოწამის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ეფრემოვო-სტეფანოვკა
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1773-1774
დეტალები
მასალა ხე, შემდეგ - ქვა

ეფრემოვო-სტეფანოვკის სტეფანე პირველმოწამის ეკლესია (რუს. Церковь Стефана Архидиакона) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტარასოვის რაიონის სლობოდა ეფრემოვო-სტეფანოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესია აგებული იყო 1773-1774 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია სლობოდაში ააშენეს 1774 წელს, დონის კაზაკთა ატამანის სტეფან ეფრემოვის ძალოსხმევით. ეკლესიას გაააჩნდა ერთი საკურთხეველი არქიდიაკონ სტეფანეს სახელზე ნაკურთხი. მოგვიანებით იგი დაშალეს და გადააგზავნეს ხუტორ ბოკოვში. ამასთან ერთად მის ადგილზე 1864 წელს კაზაკთა მამასახლისის ალექსანდრე ეფრემოვის სახსრებით ააგეს ქვის ეკლესია. ტაძარს ჰქონდა ხის თაღები, გადახურული იყო თუნუქის ფირფიტებით, ჰქონდა სამრეკლო და ქვის ღობე. ახალ ეკლესიას გააჩნდა სამი საკურთხეველი: მთავარი — არქიდიაკონ სტეფანეს სახელზე, მეორე — ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო მესამე — ღვთისმშობლის სახელზე.

ეკლესიას ეკუთვნოდა საყარაულო სათავსო და სათავსო სკოლისათვის ერთი ოთახით. ორივე შენობა ასევე ქვის იყო და გადახურული თუნუქის ფირფიტებით. ეკლესიაში დადიოდნენ გარშემო დასახლების მაცხოვრებლები, ეს დასახლებები იყო: კალუშკინა, სლობოდა კურნაკოვო, სლობოდა კრივოროჟე, სლობოდა პოზდევოი და სლობოდა ბოლშინსკი. 1894 წლის 26 ივნისს სტეფანე პირველმოწამის ეკლესიას მიაწერესდასახლება ლიუტოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (აგებული 1886 წელს), რომელიც მდებარეობდა 20 ვერსის დაშორებით.

რუსეთის სამოქალაქო ომის შემდეგ, 1924 წელს, ეკლესია დახურეს. 1935 წელს მოხსნეს ზარი, ნაგებობას იყენებდნენ ხორბლის საწყობად, მოგვიანებით კი — კლუბად. დროთა განმავლობაში ეკლესია მიატოვე და დავიწყებას მიეცა. 2010-იან წლებში ადგილობრივი მცირე მრევლის ძალებით დაიწყო ეკლესიის აღდგენის პროცესი.

ეფრემოვო-სტეფანოვკის სტეფანე პირველმოწამის ეკლესიის წინამძღვარია მიხეილი (ვიშნევსკი)[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Михаил Владимирович Вишневский, иерей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-12. ციტირების თარიღი: 2017-04-09.