ვიოშენსკაიის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიოშენსკაიის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
ვიოშენსკაიის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი — რუსეთი
ვიოშენსკაიის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 49°37′37″ ჩ. გ. 41°43′33″ ა. გ. / 49.62694° ჩ. გ. 41.72583° ა. გ. / 49.62694; 41.72583
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ვიოშენსკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
დეტალები
გუმბათი 1

ვიოშენსკაიის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Храм Архангела Михаила) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა ვიოშნევსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: 346130, როსტოვის ოლქი, შოლოხოვის რაიონი, სტანიცა ვიოშნევსკაია, მესამე პოდტელკოვის ქუჩა, № 63.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი მდებარეობს სოფელ ვიოშენსაკაიის ცენტრში. ტაძარი აგებულია XVIII საუკუნის შუა წლებში. 1786 წელს ეკლესია აკურთხეს[1]. ეკლესიაში დაცულია 1701 და 1744 წლების ბიბლია, 1695 წლის მარხვანი, 1707 წლის ბიბლია და 1777 წლის ბარძიმი (ჭურჭელი ქრისტიანული ღვთისმსახურებისთვის, კერძოდ ზიარებისთვის)[2]. ეკლესია ორი საკურთხევლისაგან შედგება. მეორე საკურთხეველი ნაკურთხია სახარების ავტორის, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

1937 წელს სტანიცა ვიოშენსკაიის სამების ტაძარი დაანგრიეს, ხოლო მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი გამოიყენებოდა ხორბლის საწყობად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტაძარს ბომბი დაეცა, შენობა ძლიერ დაზიანდა. გერმანელთა მიერ ჩამოგდებულმა ბომბმა დააზიანა საკურთხეველი და ტაძრის სამრეკლო, თუმცა ბომბი არ აფეთქებულა და ჩავარდა ხორბალში.

სოფლის ხელისუფლებამ სცადა მოქმედებაში მოეყვანა ბომბი, მაგრამ ამის ნება მიხეილ შოლოხოვმა არ მისცა.

1990 წელს მრევლის წინამძღვრად დაინიშნა მამა ვლადიმერი. 1991 წელს დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. გამოცვალეს მთავარი გუმბათის სახურავი. 1992 წლიდან 1995 წლამდე მიმდინარეობდა საკურთხევლის აღდგენა.

ამჟამად ტაძარი მოქმედია. მასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა. ეკლესიის წინამძღვარია ვლადიმერ ალექსანდრეს ძე პოლიაკოვი. ტაძართან ახლოს დგას მიხეილ შოლოხოვის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Архангельская церковь Вешенской станицы
  2. Справка информагентства "Покров". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-07. ციტირების თარიღი: 2017-03-21.