ზელენოგორსკის ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზელენოგორსკის ლუთერანული ეკლესია
ზელენოგორსკის ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
ზელენოგორსკის ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°11′45″ ჩ. გ. 29°42′23″ ა. გ. / 60.19583° ჩ. გ. 29.70639° ა. გ. / 60.19583; 29.70639
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801387000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იოსებ სტენბეკი
თარიღდება XX საუკუნე

ზელენოგორსკის ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь в Зеленогорске) — ლუთერანული ეკლესია ზელენოგორსკში, სანქტ-პეტერბურგი. ეკლესია აგებულია 1907-1908 წლებში. ეკლესია არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანული მრევლი ტერიოკში დაარსდა ჯერ კიდევ 1904 წელს. 1907-1908 წლებში არქიტექტორ იოსებ სტენბეკის პროექტის მიხედვით ააგეს ქვის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, რომელიც აკურთხეს 1908 წელს.

1940 წელს დაანგრიეს სამრეკლო, ხოლო 1944 წლის მაისში დახურეს თავად ეკლესიაც. მისი შენობა გადაეცა კინოთეატრ „გამარჯვებას“.

1990 წლის 8 დეკემბერს ზელენოგორსკში ოფიციალურად აღორძინდა ევანგელისტურ-ლუთერანული მრევლი.

2001-2002 წლებში არქიტექტორ ა. ვასილიევისა და ინჟინერ ე. გრიშინის პროექტის მიხედვით ეკლესიის შენობა სრულიად გაარემონტეს საფუძვლიდან სამრეკლომდე.

კირხესთან ახლოს არის პატარა ფინური სასაფლაო. კირხეში რეგულარულად იმართება კლასიკური მუსიკის კონცერტები. 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს (ძირითადად ივლის-აგვისტოში), კვირაობით აქ იმართება ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ზაფხული ტერიოკში“ (სამხატვრო ხელმძღვანელი - რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ვ. შლიაპნიკოვი)[1].

დაღუპული ფინელების ძეგლი ეკლესიის ეზოში

რეკონსტრუქციის დასრულებისა და ტაძრის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით 2008 წლის 14 სექტემბეს ინგრიის ეკლესიის ეპისკოპოსმა არი კუგაპმა საზეიმოდ აკურთხა ეკლესია[2]. ზელენოგორსკის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ტაძარს აჩუქა გარკვეული ფულადი თანხა, რათა ეკლესიისათვის ეყიდათ ახალი საეკლესიო ავეჯი, რაც ორი სხვადასხვა კონფესიის კეთილმეზობლური თანაარსებობის გამოვლინება იყო. საზეიმო მესის დროს უკრავს ორღანი, მღერის ვოკალური კვარტეი, ანთია სანთლები, სიტყვით გამოდიან სტუმრები, მეცენატები, საზოგადოების ხელმძღვანელები.

კირხე არის რუსეთის ფედერაციის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლი. 2010 წელს სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ევანგელისტური-ლუთერანული ეკლესიის ტერიტორია აღიარეს ყველაზე კეთილმოწყობილ ობიექტად.

ეკლესიის ტერიტორიაზე ორი ძეგლი დგას: შერიგების ძეგლი და დაღუპულთა ძეგლი. პირველი ეძღვნება საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის მონაწილეებს, მისი მოქანდაკეა არსენ ავეტისიანი და გაიხსნა 2004 წლის 26 ივლისს, ხოლო მეორე ძეგლი აგებულია იმ ადგილზე სადაც დაკრძალულები არიან სსრკ-ფინეთისა და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ფინელი ჯარისკაცები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Балашов Е. А. Карельский перешеек — земля неизведанная. — СПб, 1996 г.
  • Князева Е. Е.,Соловьёва Г. Ф. Лютеранские церкви и приходы в России XVIII—XX вв. Исторический справочник. Часть I, СПб, издательство «Литера», 2001, с. 149. ISBN 5-89319-048-3
  • Шкаровский М. В.,Черепенина Н. Ю. История *Евангелическо-Лютеранской Церкви на Северо-Западе России. 1917—1945.СПб, издательство «Дмитрий Буланин», 2004, с. 252. ISBN 5-86007-443-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Творческая деятельность // Санкт-Петербургский государственный университет культуры и искусств. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-28. ციტირების თარიღი: 2018-05-24.
  2. Кирху реконструировали и освятили. В газете «Вести Курортного района» № 37, сентябрь 2008 года, с. 10