იაბლოკოვის სავაჭრო სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაბლოკოვის სავაჭრო სახლი
რუს. Торговый дом Яблоковых
კოორდინატები 47°13′16″N 39°42′46″E / 47.220981° ჩ. გ. 39.712719° ა. გ. / 47.220981; 39.712719
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ევგენი გულინი
გახსნის თარიღი 1898
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100050000

იაბლოკოვის სავაჭრო სახლი (რუს. Торговый дом Яблоковых) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე (სახლი № 64)[1]. სახლი აგებულია 1898 წელს ე. გულინის პროექტის მიხედვით[2]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი XX საუკუნის დასაწყისში
მეორე სართულის ფანჯრების გაფორმება

შენობა აგებულია 1898 წელს არქიტექტორ ევგენი გულინის პროექტის მიხედვით. სახლი ეკუთვნოდა ს. იაბლოკოვს. სენობის პირველი სართული იჯარით ჰქონდათ აღებული სავაჭრო ორგანიზციებს: ჟირარდოვის მანუფაქტურის სააქციო საზოგადოებას და ემილია ცინდელის მანუფაქტურის ამხანაგობას. სარდაფი ეკავა რენკოვსკის მარანს. აქ ხშირად იმართებოდა კაბარესა და თეატრალური კოლექტივების გამოსვლები. იაბლოკოვის სახლის მეორე სართული 1904 წელს იჯარით აიღო რ. შტრემერმა. აქ გაიხსნა სამხრეთ რუსეთში პირველი ელექტრობიოგრაფი[2].

1917 წელს ელექტრობიოგრაფს ეწოდა კინოთეატრი „ოლიმპი“. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა იაბლოკოვის სახლის ნაციონალიზაცია. პირველ სართულზე განათავსეს სახელმწიფო მაღაზიები. 1930-იან წლებში კინოთეატრს უწოდეს „კომკავშირელი“[2]. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კინოთეატრმა განაგრძო თავისი საქმიანობა, მაგრამ დაიხურა 1990-იან წლებში[3]. ამავდროულად დაიწყო შენობის სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორ ე. რეკალოს პროექტის მიხედვით[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი სახლი მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩის წითელ ხაზზე, კოსტანაევის სახლსა და სასტუმრო მოსკოვსკაიას შორის. შენობის არქიტექტურა და ფასადების გაფორმება შეიცავს ეკლექტიკისა და მოდერნის ელემენტებს.

მეორე სართულის ფანჯრებს აქვთ მდიდრული გაფორმება. ფანჯრის ყველა ნახევარწრიული ღიობი სრულდება ჰერმესის თავის გამოსახულებით. ჰერმესი ითვლებოდა ვაჭრობის ღმერთად და სავაჭრო სახლზე მისი გამოსახვა არაა შემთხვევითი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 134—137. — ISBN 5-8456-0489-3.
  3. Доходный дом С. Яблокова. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-27.