ისეტსკოეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისეტსკოეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ისეტსკოეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
ისეტსკოეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°27′06″ ჩ. გ. 61°31′14″ ა. გ. / 56.45167° ჩ. გ. 61.52056° ა. გ. / 56.45167; 61.52056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ისეტსკოე, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600000722
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XX საუკუნე

ისეტსკოეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Святого Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, კამენსკის საქალაქო ოლქის სოფელ ისეტსკოეში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1910-1917 წლებში. ეკლესია არის საოლქო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].

სვერდლოვსკის ოლქის მთავრობის 2001 წლის 28 დეკემბრის № 859-ПП დადგენილების მიხედვით მიენიჭა რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[2].

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კამენსკის ეპარქიას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ცენტრში, მდინარე ისეტის ნაპირიდან რამდენიმე ათეულ მეტრში შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს მრავალი წელი უმოქმედო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია, რომელიც აგებულია 1917 წელს[3].

საარქივო დოკუმენტაცია მიუთითებს, რომ ეკლესიის სახე ეტაპობრივად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, 1905-1910 წლის პერიოდში, ააგეს ხის სამრეკლო. 1913 წელს პერმის სამშენებლო განყოფილებამ წარმოადგინა ახალი ეკლესიის პროექტი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 1910-1917 წლებში და შეწყდა ფასადების დასრულების ეტაპზე. ტაძრის ინტერიერი არ შემორჩენილა, შემორჩენილია კედლის მხატვრობის რამდენიმე ფრაგმენტი. ეკლესია ითვლება XX საუკუნის დასაწყისის რეგიონალური რუსული სტილის საეკლესიო არქიტექტურის ძეგლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ააშენეს ხის ორსაკურთხევლიანი ეკლესია. მრევლი ჩამოყალიბდა 1845 წელს მარჯვენა ეგვტერის დასრულების პერიოდში. მთავარი ტაძარი აკურთხეს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკპოსის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე 1852 წლის 13 მარტს. მარჯვენა ეგვტერი აკურთხეს ელია წინასწარმეტყველის სახელზე 1845 წლის 6 დეკემბერს

1930-იან წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. 1932 წელს შენობა გადაეცა ისეტსკოეს კოლექტივს საჭიროებისამებრ გამოყენებისათვის. კოლექტივმა მასში სასოფლო სამეურნეო საწყობი განათავსა. თანამედროვე ეტაპზე ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია კედლის მხატვრობა, ტაძარი არ არის აღდგენილი[4].

2003 წლის 22 მაისს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს მოეწყო ლიტანიობა სოფელ მამინსკოეს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან ისეტსკოეს ეკლესიამდე. 1918 წლის 25 ივნისს მოკლული[5] მამა ალექსანდრე მოკროუსოვის საფლავზე კი აღმართეს ჯვარი და მცირე გალავანი[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Список объектов культурного наследия Свердловской области. ციტირების თარიღი: 2015-11-22.
  2. Постановление Правительства Свердловской области № 859-ПП от 28 декабря 2001 года. Электронный фонд правовой и нормативно-технической документации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  3. Церковь в Исетском на Яндекс.Картах. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
  4. Бурлакова Н.Н. Забытые храмы Свердловской области. — Екатеринбург: Сократ, 2011. — С. 128-129. — ISBN 978-5-88664-395-4.
  5. 5.0 5.1 Николаевская церковь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2015-11-22.