კომუნალური ხიდი (ტომსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნალური ხიდი
რუს. Коммунальный мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 56°27′09″ ჩ. გ. 84°55′58″ ა. გ. / 56.45250° ჩ. გ. 84.93278° ა. გ. / 56.45250; 84.93278
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
გამოყენების სფერო საავტომობილო
გადებულია ტომი
სიგრძე 640 
სიგანე 18,6 
გზის ხაზების რაოდენობა 4
მშენებლობის დაწყების თარიღი 1969
მშენებლობის დასრულების თარიღი 1973
გახსნის თარიღი 28 სექტემბერი, 1973 წ.
კომუნალური ხიდი (ტომსკი) — რუსეთი
კომუნალური ხიდი (ტომსკი)
სურათები ვიკისაწყობში

კომუნალური ხიდი (რუს. Коммунальный мост) — საავტომობილო ხიდი ტომსკში, მდინარე ტომზე. აგებულია 1973 წელს. ასევე ცნობილია სამხრეთის ან ძველი ხიდის სახელწოდებით.

ხიდის საერთი სიგრძეა 640 მეტრი. სავალი ნაწლის სიგანეა 15,6 მეტრი, ასევე აქვს ორი ტროტურარი, რომლის სიგანეებია 1,5 მეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის მშენებლობა დაიწყო 1969 წელს და გაგრძელდა 1973 წლამდე, რომელსაც აწარმოებდა ხიდმშენებელი საწარმო Мостоотряд-101. ადრე, ამჟამინდელი კაპიტალური ხიდის ადგილზე მდებარეობდა პონტონებიანი ხიდი. ორ ათეულ წელზე მეტხანს, სანამ ააშენებდნენ ახალ (ჩრდილოეთის) ხიდს მდინარე ტომზე, კომუნალური ხიდი იყო ერთადერთი დამაკავშირებელი არტერია ტომსკსა და ტომსკის ოლქის დასავლეთის რაიონებს შორის.

მარჯვენა სანაპირზე დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ტომსკის წყალკანალის სატუმბ-საფილტრი სადგური. ხიდიდან ეგრევე იწყება ნახიმოვის ქუჩა, ხოლო თავად ხიდი გადის მოსკოვის ტრაქტის ქუჩაზე. მარცხენა სანაპიროზე კი მდებარეობს რუსეთის შსს სახელმწიფო ავტოინსპექციის სტაციონარული პუნქტი, რომელსაც კოშკის სახე აქვს.

ხიდის ახლოს ორივე სანაპიროზე მდებარეობს საზაფხულო დასვენების მოსახლეობაში პოპულარული ადგილები. დინების ზემო მიმართულებით მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ტბა სენაია-კურია. ტბა ძალიან დაბინძურებულია და მასში ბანაობა კატეგორიულად აკრძალულია.

ხიდი ქალაქის მუნიციპალური საკუთრებაა. 2008 წელს მიმდინარეობდა მისი რეკონსტრუქცია. ხიდის კაპიტალური რემონტი, სავარაუდოდ, უნდა დაიწყოს 2019 წელს[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]