კონსტანტინოვსკის ფერისცვალების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინოვსკის ფერისცვალების ეკლესია
კონსტანტინოვსკის ფერისცვალების ეკლესია — რუსეთი
კონსტანტინოვსკის ფერისცვალების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°34′10″ ჩ. გ. 46°06′21″ ა. გ. / 47.56944° ჩ. გ. 46.10583° ა. გ. / 47.56944; 46.10583
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კონსტანტინოვსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1896

კონსტანტინოვსკის ფერისცვალების ეკლესია (რუს. Церковь Спаса Преображения) — მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას.

მისამართი: კონსტანტინოვსკი, ოვჩაროვის ქუჩა № 4.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იესო ქრისტეს ფერისცვალების ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქალაქ კონსტანტინოვსკში, არის ყოფილი ციხის ეკლესია. XIX საუკუნეში ყველა სოფელში სავალდებულო იყო ყოფილიყო ციხე. ყველა ციხეში აუციებლად ფუნქციონირებდა ეკლესია და აღევლინებოდა ღვთისმსახურება.

1861 წელს დონის სტანიცა კონსტატინოვსკში ჯარის დაფინანსებით აშენდა ციხე. შესაბამისად აუცილებელი იყო აშენებულიყო ციხის ეკლესიაც. 1896 წელს კონსტატინოვსკში ააშენეს წითელი აგურის ციხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. ეკლესია აკურთხეს 1896 წლის 22 ივნისს. ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს ეტევა 60 ადამიანი. ეკლესია არის ერთსართულიანი აგურის შენობა ორფერდა სახურავით. ეკლესიას არ აქვს სამრეკლო, სახურავზე ადგას მართლმადიდებლური ჯვარი. შენობას აქვს ნახევარწრიული ფანჯრები, აქვს სართულთშორისი კარნიზი და პილასტრები.

ფერისცვალების ეკლესიას არ ჰყავდა კრებული და მრევლი, ეკლესიას არ ჰქონდა საკუთარი დოკუმენტაციის წარმოება. დოკუმენტაცია წარმოებდა კონსტანტინოვსკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიაში. ფერისცვალების ეკლესიის მრევლი იყო ადგილობრივი ციხის პატიმრები. მაგრამ ეკლესიაში ასევე გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები იმ ადამიანებისათვის ვინც ცხოვრობდნენ ეკლესიის მახლობლად და შეეძლოთ დასწრებოდნენ ღვთისმსახურებას ეკლესიაში.

1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესია დახურეს. დროთა განმავლობაში ეკლესია დაძველდა, ჩამოიყარა შელესილობა.

2011 წელს დაიწყო ფერისცვალების ეკლესიის მეორე ცხოვრება. მას ჩაუტარდა რემონტი, აღდგა ღვთისმსახურება. ნაგებობა შეიღება თეთრად, ხოლო არქიტექტურული გაფორმებები - ლურჯად.

ეკლესიის წინამძღვარია სერგეი ოვჩინიკოვი. ეკლესიის ძიირთადი დღესასწაულია 19 აგვისტო, ფერისცვალება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]