კოროლიოვისა და გაგარინის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოროლიოვისა და გაგარინის ძეგლი
რუს. Памятник Королёву и Гагарину

ძეგლის ავტორის ინიციალები კვარცხლბეკზე
კოორდინატები 47°12′19″N 38°56′21″E / 47.205222° ჩ. გ. 38.93925° ა. გ. / 47.205222; 38.93925
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე ოლეგ კომოვი
მასალა ბრინჯაო
დაწყების თარიღი 1975

კოროლიოვისა და გაგარინის ძეგლი (რუს. Памятник Королёву и Гагарину) — იური გაგარინისა და სერგეი კოროლიოვის ბრინჯაოს ძეგლი ქალაქ ტაგანროგში. ძეგლის ავტორია ოლეგ კომოვი.

მისამართი: ტაგანროგი, ჩეხოვის ქუჩა, № 22.

ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური გაგარინი კოროლიოვისაგან განსხვავებით საკმაოდ დაბალი იყო. მისი სიმაღლე სულ რაღაც 165 სმ იყო. ძეგლის ავტორი თვლიდა, რომ ადამიანი ვინც პირველმა შემოუფრინა დედამიწას და მსოფლიო მასზე საუბრობს, არ შეიძლებოდა რომ გამოესახა ტავის რეალურ სიმაღლეში და გადაწყვიტა გაგარინი კოროლიოვზე დიდი გამოესახა[1]. ქანდაკების მარჯვენა წინა კუთხეზე ავტორის ინიციალები და წელია მითითებული „О. Комов 75 г.“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურის დადგმის მთავარი ინიციატორი იყო ტაგანროგის საპატიო მოქალაქე[2] ე. ზაიცევი, ტაგანროგის რადიოტექნიკური ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, შემდეგ პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, რსფსრ-ის მომავალი კულტურის მინისტრის მოადგილე, შემდეგ სსრკ-ის კულტურის მინისტრის მოადგილე. 1978 წელს ე. ზაიცევმა ხელი შეუწყო ტაგანროგელებისათვის ძეგლის გადაცემას[3].

1975 წელს ქანდაკება „გაგარინი-კოროლიოვა“ წარადგინეს მოსკოვის გამოფენაზე. გამოფენის დახურვის შემდეგ საბჭოთა კულტურის ფონდმა ეს ძეგლი ტაგანროგის სურათების გალერეას გადასცა საჩუქრად. ძეგლი შედიოდა გალერეის პარკის ძეგლების კოლექციაში.

2002 წელს, რადიოტექნიკური ინსტიტუტის 50-ე წლისთავისდმი მიძღვნილი ღონისძიებების პერიოდში, ძეგლი დადგეს იმ ადგილზე სადაც მაჟამად დგას, ხოლო მის ყოფილ ადგილზე ცენტრალური საბავშვო მოედანია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Каминская М. Почему Гагарин — в Таганроге[მკვდარი ბმული] // Наше время. — 2011. — 8 апр.
  2. Набоков О. Династия Королёвых // Таганрогская правда. — 2015. — 10 апр. — С. 4.
  3. Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 171. — ISBN 978-5-9901455-3-5.