კრილოვის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრილოვის სახლ-მუზეუმი

კრილოვის სახლ-მუზეუმი
47°25′31″ ჩ. გ. 40°04′56″ ა. გ. / 47.4254000° ჩ. გ. 40.0822389° ა. გ. / 47.4254000; 40.0822389
დაარსდა 1979
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ნოვოჩერკასკი
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
Map

კრილოვის სახლ-მუზეუმი (რუს. Дом-музей Крылова) — სახლ-მუზეუმი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლში ცხოვრობდა საბჭოთა ფერმწერი და თეატრის მხატვარი ივანე კრილოვი. სახლ-მუზეუმი არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მუზეუმის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნოვოჩერკასკი, ბუდიონოვსკის ქუჩა № 54.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვარ ივანე ივანეს ძე კრილოვის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1979 წლის 1 ივნისს ნოვოჩერკასკში, სახლში, სადაც იგი ცხოვრობდდა 1900 წლიდან 1936 წლამდე. მხატვარი დაიბადა 1860 წელს დონელი კაზაკის ოჯახში სტანიცა ელიზოვეტინსკაიაში, სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა პეტერბურგში, სტანიცა სივერსკოიში, მოსკოვში. ამ პერიოდში იგი ცნობილი გახდა, როგორც პეიზაჟისტი. მისი სურათები „ჩრდილოეთის ციკლი“ ზამთრის პეიზაჟებით „ყინული ნევაზე“, „მოსკოვის ხედი ბეღურების მთიდან“ შეიძინა დიდმა თავადმა სერგეი ალექსანდრეს ძემ. ამ ნამუშევრების ვარიანტები ამჟამად ინახება მუზეუმში.

კავკასიაში და ყირიმში მოგზაურობისას შექმნილი ნამუშევრები გაერტიანებულია „სამხრეთის ციკლის“ ნახატებში. რამდენიმე თავისი ნაშრომი მხატვარმა მიუძღვნა ტაგანროგს. ეს სურათებია: „ზღვის ნაპირი ტაგანროგში“, „ტაგანროგი - ტალღა“, „შუქურა ღამით“, „ტაგანროგის კიბე“.

XX საუკუნის დასაწყისში მხატვარი დაუბრუნდა დონის მიწას, აქ იყიდა სახლი და ცხოვრობდა ცოლთან და შვილთან ერთად. სახლი სადაც ამჟამად სახლ-მუზეუმია განთავსებული, სავარაუდოდ, ააშენა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და წარმოადგენს ტიპურ კაზაკურ სახლს.

ამ სახლში ცხოვრების პერიოდში მხატვარი მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლად. ნოვოჩერკასკში ცხოვრების პერიოდში მან დახატა 900 ტილო. მუზეუმის ექსპოზიცია სწორედ მისი მოღვაწეობის ამ პერიოდზე მოგვითხრობს[1].

სხლი თავის დროზე წამოადგენდა ნოვოჩერკასკის კულტურული ცხოვრების ცენტრს. აქ ხშირად იკრიბებოდნენ მწერალი ალექსანდრე კუპრინი, ალექსანდრე სერაფიმოვიჩი, კ. ტრენევი და სხვები.

ივანე ივანეს ძე კრილოვის მემორიალური სახლ-მუზეუმი არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
კრილოვის სახლ-მუზეუმი

* Мемориальный дом-музей художника Ивана Ивановича Крылова დაარქივებული 2017-01-23 საიტზე Wayback Machine.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]