ლენინის ქოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენინის ქოხი
Шалаш Ленина
კოორდინატები 60°04′56″N 30°01′45″E / 60.082222° ჩ. გ. 30.029167° ა. გ. / 60.082222; 30.029167
მდებარეობა სესტრორეცკი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810302000

ლენინის ქოხი (რუს. Шалаш Ленина) — სამუზეუმო კომპლექსი სესტრორეცკში. ეძღვნება 1917 წლის ზაფხულის მოვლენებს, როდესაც ვლადიმერ ლენინი და გრიგორი ზინოვიევი ემალებოდნენ პოლიციას დროებითი მთავრობის მიერ გაცემული ორდენის საფუძველზე, რომელიც მათ ბრალს დებდა ივლისის არეულობის მოწყობაში. ძეგლი „ლენინის ქოხი“ გაიხსნა 1928 წლის 15 ივლისს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის ივლისში ბოლშევიკები შეეცადნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ამის პასუხად დროებითმა მთავრობამ გამოსცა ორდენი 40 ცნობილი ბოლშევიკის დაპატიმრების შესახებ. 5-დან 9 ივლისამდე ვ. ლენინი იმალებოდა პეტროგრადში, ხოლო 9-10 ივლისის ღამით იგი ქალაქიდან გააპარეს. ლენინი ცხოვრობდა სესტრორეცკის იარაღის ქარხნის მუშა ნიკოლოზ ემილიანოვთან, მასთან ცხოვრობდა ასევე გრიგორ ზინოვიევი. რამდენიმე დღეში სოფელში პოლიცია გამოჩნდა, ამ მიზეზით ლენინმა მიატოვა სახლი და სხვა ადგილზე, ქოხში, გადავიდა. აგვისტოში ქოხში ცხოვრება საშიში გახდა. მალევე დაიწყო წვიმები და სიცივე. პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ლენინის გადამალვა ფინეთში, სადაც ცხოვრობდა იალკალაში, ჰელსინკიში და ვიბორგში 1917 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე.

ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს ერთ-ერთ სამგლოვიარო მიტინგზე ნიკოლოზ ემილიანოვმა გაიხსენა როგორ იმალებოდნენ მის ქოხში ლენინი და ზინოვიევი. შეკრებილმა მუშებმა გამოთქვეს ამ ადგილზე ძეგლის აღმართვის სურვილი, რადგან ეს იყო ლენინის უკანასკნელი იატაკქვეშა საცხოვრებელი.

ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება ლენინგრადის საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო 1925 წლის 27 ივნისს. 1927 წლის თებერვალში ა. ი. გეგელოს პროექტი დაამტკიცეს, ხოლო 3 ივლისს საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი ძეგლს. აგვისტოს დასაწყისში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. 25 სექტემბერს ძეგლი მოინახულა სსრკ-ის სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანმა აბელ ენუქიძემ და ლენინგრადის ხელმძღვანელობამ. ძეგლი საზეიმოდ გახსნეს 1928 წლის 15 ივლისს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზი ძეგლთან ახლოს გადიოდა.

2012 წელს ქალაქის ქანდაკებების მუზეუმმა გამოყო 1,5 მლნ რუბლი ძეგლის რესტავრაციისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]