ლომონოსოვის წმინდა იოანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლომონოსოვის წმინდა იოანეს ეკლესია
ლომონოსოვის წმინდა იოანეს ეკლესია — რუსეთი
ლომონოსოვის წმინდა იოანეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′15″ ჩ. გ. 29°48′43″ ა. გ. / 59.90417° ჩ. გ. 29.81194° ა. გ. / 59.90417; 29.81194
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ლომონოსოვი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810310000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იოსებ შარლემანი
თარიღდება XIX საუკუნე

ლომონოსოვის წმინდა იოანეს ეკლესია (რუს. Церковь Святого Иоанна) — ლუთერანული ეკლესია ლომონოსოვში, ყოფილ სოფელ მარტიშკინოში. ეკლესია აგებულია 1829-1831 წლებში. ეკლესია არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიურიოს თვითმმართველი ლუთერანული მრევლი ტუუტაარის მრევლს გამოეყო 1642 წელს. შვედების მფლობელობის პერიოდში ტიურიოს სამრევლო ასევე მოიცავდა რეტუსაარის მრევლს, რომელიც კუნძულ კოტლინზე მდებარეობდა.

1691 წელს ააგეს პირველი ხის სამრევლო ეკლესია. ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკლესია საკმაოდ მოძველდა და 1748 წელს პასტორმა გუსტავ ჰერკეპეუსმა იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულს გადასცა თხოვნა ახალი ეკლესიის მშენებლობის შესახებ. 1749 წელს ფრანც ბროუერის პროექტის მიხედვით ააგეს ხის კირხე, რომელიც არსებობდა 1831 წლამდე. 1827 წელს არქიტექტორ იოსებ შარლემანის პროექტის მიხედვით იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი, ამჯერად ქვის ეკლესია. 1828 წელს იმპერატორმა ტაძრის მშენებლობისათვის გამოყო 90 ათასი რუბლი. 1829 წელს ივნისში შედგა მისი საფუძვლის ჩაყრა. მშენებლობისთვის აგურს ამზადებდნენ ადგილობრივ ქარხანაში.

ხალი კირხე აკურთხეს წმინდა იოანეს სახელზე 1831 წლის 21 იანვარს. 1834 წელს ეკლესიაში დაამონტაჟეს ორღანი, რომელიც დაამზადა პეტერბურგელმა ხელოსანმა და მისი ღირებულება იყო 3 000 რუბლი.

1865 წლისთვის მრევლის რაოდენობა იყო 5 736 ადამიანი, ხოლო 1917 წლისათვის 8 424 ადამიანს. 1929-1931 წლებში ტიურედან გაასახლეს 200 ოჯახი. 1936 წელს კირხე დახურეს. დიდი სამამულო ომის პერიოდში კირხე გამოიყენებოდა სამედიცინო-სანიტარული ბატალიონისათვის. ომის შემდეგ წლებში შენობაში ამზადებდნენ მინის ქილების თავსახურებს. 1989 წელს ავარიული მდგომარეობის გამო შენობა დახურეს. 1991 წლის 19 ნოემბერს კირხე გადაეცა ლუთერანულ მრევლს. 1992 წელს დაიწყო კირხეს კაპიტალური რემონტი. 1996 წლის 19 მაისს აკურთხეს ხელახლა[1][2][3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. СПб, 2012, 398 стр., ISBN 978-5-904790-08-0
  • Aatami Kuortti «Inkerin kirkon vaikeita vuosia», Helsinki, 1963
  • Aappo Metiainen, Karlo Kurko «Entisen Inkerin luteranisen kirkon 350-vuotismuistojulkaisu», Helsinki, 1960, s. 137
  • Князева Е. Е., Соловьёва Г. Ф. Лютеранские церкви и приходы в России XVIII—XX вв. Исторический справочник. Часть I, СПб, издательство «Литера», 2001, сс. 151—152. ISBN 5-89319-048-3
  • Шкаровский М. В., Черепенина Н. Ю. История Евангелическо-Лютеранской Церкви на Северо-Западе России. 1917—1945.СПб, издательство «Дмитрий Буланин», 2004, сс. 184—185. ISBN 5-86007-443-3
  • Гусаров А. Ю. Ораниенбаум. Три века истории. — СПб, 2011. — ISBN 978-5-93437-329-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. СПб, 2012, стр. 211, ISBN 978-5-904790-08-0
  2. Tyrö — все приходы Ингерманландии на Инкери. Ру
  3. Kolppanan Seminaari. 1863—1913. s. 62, Viipuri, 1913