მერტენსის სახლი
მერტენსის სახლი Дом Мертенса | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′07″N 30°19′20″E / 59.935403° ჩ. გ. 30.322164° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | მარიან ლიალევიჩის |
სტილი | მოდერნი, ნეოკლასიციზმი |
თარიღდება | 1911 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მერტენსის სახლი (რუს. Дом Мертенса) — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, ნევის გამზირზე. ეს არის სავაჭრო სახლი, რომელიც აშენებულია მოდერნისა და ნეოკლასიციზმის სტილში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დღევანდელი შენობის ადგილას, პირველი სახლი აშენდა 1740 წელს[1]. 1911-1912 წლებში, ფ. ლ. მერტენსის დავალებით, რომელიც ეწეოდა ბეწვეულის ბიზნესს, ხოლო არქიტექტორ მ. ს. ლიალევიჩის მიერ აშენდა სავაჭრო ცენტრის შენობა.
შენობა გარკვეული ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ვაჭარ სერებრიკოვს. XIX-XX საუკუნეების დასაწყისში შენობა ეკუთვნოდა მერტენსის მემკვიდრეებს.
1944 წელს, აღნიშნულ სახლში გაიხსნა ლენინგრადის პირველი სამოდელო სახლი[2]. ნევის გამზირზე მდებარე მოდის სახლს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი - „მერტენსის სახლი“.
2008 წლის შუა პერიოდში, შენობა აღდგა და გაქირავდა. აღნიშნულ სახლში, გაიხსნა ბრენდული მაღაზია „ზარას“ ფილიალი პეტერბურგში[3].
არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შენობის შექმნისას აბსოლუტურად ახალი საინჟინრო და მხატვრული მოტივები გამოიყენეს, მათ შორის: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციული სტრუქტურა და სამი უზარმაზარი შემინული თაღი, რომელმაც შეამკო აღნიშნული სახლის მონუმენტური ფასადი[4]. შენობის ექსტერიერი აერთიანებს რაციონალურ მოდერნიზმსა და ნეო-რენესანსის ტექნიკას. სკულპტურული გაფორმება შეიქმნა ვ. კუზნეცოვის მიერ.
შენობის ეზოში არის შადრევანი პოლარული დათვის ქანდაკებით, რომელიც კირქვისგან არის დამზადებული. პოლარული დათვი მერტენსმა თავისი სავაჭრო სახლის სასაქონლო ნიშნად აირჩია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Кириков Б. М., Штиглиц М. С. Архитектура ленинградского авангарда. Путеводитель. — СПб.: Коло, 2008. — С. 67-68. — 384 с. — ISBN 978-5-901841-49-5.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Дом Мертенса (Невский пр., 21). История и фотографии — Прогулки по Петербургу
- ↑ Торговый дом Мертенса: Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2019-01-23.
- ↑ ZARA удваивает присутствие на Невском. Restate.ru — портал недвижимости Петербурга, Ленобласти, Москвы и Московской области.. Restate.ru (2010-05-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-08. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
- ↑ Торговый дом Ф. Л. Мертенса. SpbIn.ru — Информационный портал Санкт-Петербурга. SpbIn.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-08. ციტირების თარიღი: 2010-06-10.