მთავარი აფთიაქის შენობა (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარი აფთიაქის შენობა
Здание Главной аптеки
კოორდინატები 59°56′37″N 30°19′32″E / 59.943611° ჩ. გ. 30.325556° ა. გ. / 59.943611; 30.325556
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ჯაკომო კვარნეგი
მოქანდაკე ჯაკომო კვარნეგი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1789-1796
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810577000

მთავარი აფთიაქის შენობა (რუს. Здание Главной аптеки) — ნაგებობა სანქტ-პეტერბურგში. კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი. აგებულია 1796 წელს არქიტექტორ ჯაკომო კვარნეგის პროექტითა და ხელმძღვანელობით, 1722 წელს დომენიკო ტრეზინის მიერ ბაროკოს სტილში აგებული სახლის ადგილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის აფთიაქი შეიქმნა 1704 წელს და თავდაპირველად განთავსებული იყო პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, რომლის ხელმძღვანელიც 1721 წელს გახდა ი. ლ. ბლიუმენტროსტი.

XVIII საუკუნის დასაწყისში დღევანდელი მთავარი აფთიაქის შენობის ადგილზე იდგა აფთიაქარ ლეკენსის სახლი.

1722 წელს ამ ადგილზე დომენიკო ტრეზინის პროექტის მიხედვით ააგეს მთავარი აფთიაქის ქვის შენობა, სადაც განათავსეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში მდებარე აფთიაქი. 1731 წელს ი. ლ. ბლიუმენტროსტი გაათავისუფლეს ხელმძღვანელის თანამდებობიდან და მთავარი აფთიაქი გააერთიანეს სასახლის აფთიაქთან, ახალ დანაყოფს ეწოდა იმპერატორის მთავარი აფთიაქი[1].

აფთიაქის პირველი შენობა დაიწვა 1735 წელს, იგი აღადგინეს, თუმცა 1737 წელს კვლავ ხანძარმა გაანადგურა[2].

XVIII საუკუნის ბოლოსთვის შენობა ძალიან მოძველდა და 1789 წელს დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა ჯაკომო კვარნეგის პროექტის მიხედვით. 1796 წელს ააგეს ახალი შენობა[3].

მთავარი ფასადი შემკულია ოთხი კორინთული ნახევარკოლონით და სამკუთხა ფრონტონით, ხოლო კუთხეები პილასტრებითა და ფრონტონით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფასადის გარკვეული დეტალები შეცვალეს, თუმცა შენობა დღევანდელ დღემდე კარგადაა შემონახული[4].

1839 წლიდან აფთიაქი გადაიტანეს სხვა შენობაში, ხოლო აფთიაქის მთავარ შენობაში განათავსეს პავლოვსკის პოლკის ოფიცერთა ბინები, რომელიც აქ განთავსებული იყო 1917 წლამდე[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Вадим Рогге.. Введение. Немцы в России. Дворянский род Рогге. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 21 ноября 2008.
  2. 2.0 2.1 Александр Викторович.. Миллионная ул., 4. ციტირების თარიღი: 19 ноября 2008.
  3. Г. Ю. Никитенко.. Аптекарский пер.. Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-07. ციტირების თარიღი: 19 ноября 2008.
  4. Главная аптека. Архитектурный сайт Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 19 ноября 2008.