მოსკოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
მოსკოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′10″ ჩ. გ. 37°37′29″ ა. გ. / 55.73611° ჩ. გ. 37.62472° ა. გ. / 55.73611; 37.62472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710548000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ეგოტოვი
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Иверской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვარეჩიეს რაიონში, მისამართზე ბოლშაია ორდინკის ქუჩა № 39/22.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ეგვტერები წმინდა გიორგისა და იოანე მხედრის სახელზე. ტაძარი არის XVIII საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, პროექტის ავტორია ივაენ ეგოტოვი[1].

მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის სახელობის პირველი ქვის ეკლესია ამ ადგილზე ააგეს არა უგვიანეს 1673 წლისა, ვაჭარ ი. ს. პოტაპოვის ფინანსური მხარდაჭერით. დღეს არსებული ეკლესია აგებულია 1791-1802 წლებში ვაჭარ ი. ი. სავინის ფინანსებით. ტაძარი მუდმივად ახლდებოდა XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი არქიტექტურული ცვლილებების გარეშე.

ივანე ვასილის ძე ეგოტოვის ავტორობა დოკუმენტალური მასალებით არ დასტურდება, მაგრამ სავარაუდოა, მშრალი, გამარტივებული კლასიკური ფორმების გათვალისწინებით. ტაძრის საერთო ტიპი ცილინდრია, რომელიც გადახურულია ნახევარსფერული ერთადერთი გუმბათით, რომელიც ტიპიურია XVIII საუკუნის მოსკოვური კლასიციზმის არქიტექტურისათვის. ფართო სატრაპეზო იყოფა სამ ნაწილად, ცენტრალური კვადრატული და ორი კუთხის, ოვალური. ეგვტერის საკურთხევლები არიან წმინდა გიორგისა და წმინდა ალექსი მხედრის სახელობისა. ტაძრის სამრეკლო დაშენებულია შესასვლელზე.

1930 წელს ტაძარი დახურეს. შენობაში კი განათავსეს ვაგონსარემონტო ქარხნის კლუბი და თანამედროვე ხელოვნების გალერეა. საბჭოთა პერიოდში გუმბათის ქვეშ სამსართულიანი სათავსოები მოაწყვეს, დაანგრიეს სამრეკლო (იგი ხელახლა ააგეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტაძრის დაბრუნების შემდეგ, 1994 წელს). მთლიანად მოხსნეს იონიური კაპიტელი და მთავარი შესასვლელის პორტიკი.

ტაძრის ტერიტორიის სამხრეთით მდებარეობს სხვა არქიტექტურული ძეგლი კირეევსკ-კარპოვის კარმიდამო, რომელიც აგებულია 1817-1821 წლებში. ეკლესიასა და აღნიშნულ კარმიდამოს შორის მდებარეობს თანამედროვე მოქანდაკის ერნსტ ნეიზვესტნის ქანდაკება „აღორძინება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье — М.: Искусство, 1994, ISBN 5-210-02548-9 (в.4), c.208