მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°40′00″ ჩ. გ. 37°40′00″ ა. გ. / 55.66667° ჩ. გ. 37.66667° ა. გ. / 55.66667; 37.66667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733336000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კ. ორდენოვი
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია (რუს. Церковь Усекновения Главы Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის ნაგატინსკის-ზატონის რაიონში, მუზეუმ-ნაკრძალ კოლოენსკოეს ტერიტორიაზე, ყოფილ სოფელ დიაკოვოში, მდინარე მოსკოვის მარჯვენა სანაპიროზე, იქ სადაც XVI საუკუნეში მდებარეობდა მეფის რეზიდენცია.

ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი არის ხუთი რვაკუთხა, იზოლირებული სვეტების სიმეტრიული ჯგუფი, დამოუკიდებელი შესასვლელებით და საკურთხევლით. ცენტრალური სვეტი დანარჩენებზე ორჯერ დიდია. ტაძრის საკურთხევლები ნაკურთხია ანა წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის, თორმეტი მოციქულისა და მოსკოველი წმინდანების პეტრეს, ალექსისა და იონას სახელზე.

ეკლესიას გააჩნია დიდი წრიული ფანჯრები, რომლებიც ორიენტირებულია სინათლის მხარეზე.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსმა ხელოვნებათმცოდნეებმა მოსკოვში ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკის ჩამოსვლის შემდეგ დაძაბული ყურადღება დაუთმეს ეკლესიებს.

ფიოდორ რიხტერმა XIX საუკუნეში მიმდინარე ტაძრის რესტავრაციის დროს ყურადღება გაამახვილა წარწერაზე, რომელიც ეკლესიის მშენებლობას 1530 წლით ათარიღებს. მთავარი საკურთხევლის იოანე ნათლისმცემლის სახელზე კურთხევას მეცნიერები უკავშირებენ ვასილი III-ის განზრახვას, მის მემკვიდრეს უწოდოს სახელი ივანე.

1534 და 1535 წლების საფლავის ქვები გამოიყენეს ტაძრის მშენებლობისას, რაც მიგვანიშნებს, რომ ტაძარი 1535 წლამდეა აგებული.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924-1949 წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახურული იყო, ხოლო 1949-1957წლებში მასში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. შემდეგ წლებში არქიტექტურის ეს გამორჩეული ნიმუში მიტოვებული გახდა. სოფელი დიაკოვო 1960 წელს გახდა მოსკოვის ნაწილი და 1980-იან წლებში პრაქტიკულად შეწყვიტა თავისი არსებობა. ეკლესიის ახლოს მდებარე სასაფლაო დაიხურა 1971 წელს, ხოლო 1980 წელს მოხდა ლიკვიდაცია. ეკლესია ხელახლა აკურთხეს 1992 წელს, ამჟამად მიმდინარეობს რეგულარული ღვთისმსახურება. მცირე ხნის წინ დასრულდა ტაძრის რესტავრაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памятники архитектуры Москвы. Окрестности старой Москвы (Юго-восточная и южная части территории от Камер-Коллежского вала до нынешней границы города) / Под ред. А. И. Комеч. — М.: Искусство — XXI век, 2007. — С. 224—225. — 360 с. — ISBN 978-5-98051-041-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]