მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (სტუდენცო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (სტუდენცო) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (სტუდენცო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′25″ ჩ. გ. 37°39′37″ ა. გ. / 55.74028° ჩ. გ. 37.66028° ა. გ. / 55.74028; 37.66028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734550000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ედინოვერული ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანსკის რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ეგვტერი კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას. ტაძარს აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძრის დაარსების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. დოკუმენტური წყაროები მიგვითითეს, რომ იგი 1672 წელს ჯერ კიდევ ხისგან აგებული ტაძარია. ქვის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1699 წელს. ტაძრის მშენებლობის დასასრულად მიიჩნევა 1702 წელი, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ამ თარიღს სადაოდ მიიჩნევს. 1718 წელს პირველად მოიხსენიება მთავარი საკურთხეველი, რომელიც ნაკურთხია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. სამრეკლო ააფეთქეს, ტაძრის შენობა მკვეთრად გადააკეთეს. ტაძრის დანგრევა გაგრძელდა 1937 წლამდე, შენობას დაადგეს მეორე სართული და მასში განათვასეს ფაბრიკა „Кардолента“-ი საერთო საცხოვრებელი. 1965 წელს დაიწყო ტაძრის დანგრევის მცდელობის მეორე ეტაპი, რათა გაეთავისუფლებინათ ადგილი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, საზოგადოების პროტესტის წყალობით ტაძრის ნგრევის პროცესი შეჩერდა. 1966 წელს შენობის ნარჩენების შესწავლის შემდეგ გადაწყდა მისი აღდგენა, სამუშაოები დაიწყო იმავე წელს და გაგრძელდა 1969 წლამდე. ხარაჩოები 1983 წლამდე იყო აღმართული.

ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1992 წელს, პირველი ღვთისმსახურება აღესრულა 1994 წელს, ხოლო რეგულარულად მიმდინარეობს 1996 წლიდან.

1994 წლიდან ტაძრის წინამძღვარია იღუმენი პეტრე (ვასილევი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Москва в границах 1917 года // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 3. — С. 275-276. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  • П.Н. Шармин Церковь Николая Чудотворца на Студенце // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. — Москва, 1980. — С. 25.