მოსკოვის სამების ტაძარი (პიატნიცკის სასაფლაო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (პიატნიცკის სასაფლაო) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (პიატნიცკის სასაფლაო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′59″ ჩ. გ. 37°38′22″ ა. გ. / 55.79972° ჩ. გ. 37.63944° ა. გ. / 55.79972; 37.63944
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730123041
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. გრიგორიევი
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ალექსეევის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1830-1835 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები ღირსი პარასკევა სერბისა და იღუმენ სერგი რადონეჟელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძარი მდებარეობს მისამართზე დრობოლიტეინი ქუჩა ნომ. 5.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიატნიცკის სასაფლაო დაარსდა 1771 წელს ჭირის ეპიდემიის დროს და მიიღო იქ მდებარე ეკლესიის სახელის მიხედვით წმინდა პარასკევას სახელი.

ქვის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1830 წელს, ხოლო აკურთხეს 1835 წელს.

XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიასთან ამოქმედდა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1916 წელს სასაფლაოს ახლოს ააშენეს წმინდა სვიმონ სპარსის სახელობის ტაძარი. ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია დახურეს და მის შენობას გამოიყენებდნენ როგორც სასაფლაოს ინვენტარის შესანახ ნაგებობას. 1979 წელს იგი დაუბრუნეს სამების ტაძარს.

1930-იან წლებიში ეკლესია არ დახურულა, მაგრამ გადაეცა რუსეთის მართლადიდებელი ეკლესიის სექტანტებს, ობნოვლენცებს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქს დაუბრუნდა მხოლოდ 1943 წელს, მოსკოვის სხვა სასაფლაოს ეკლესიებთან ერთად. 1937 წელს ტაძარი მოსკოვის შვიდი ობნოვლენცური ეკლესიის შემადგენლობაში შედიოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]