მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (სოკოლნიკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი
მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (სოკოლნიკი) — რუსეთი
მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (სოკოლნიკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′27″ ჩ. გ. 37°40′36″ ა. გ. / 55.79083° ჩ. გ. 37.67667° ა. გ. / 55.79083; 37.67667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710780000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პაველ ტოლსტიხი
თარიღდება 1909-1913

მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციულ ოლქში სკოლნიკის რაიონში.

ეკლესიაში ოთხი საკურთხეველია. მათ შორის მთავარი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის სახელზე, რომლის სახელობისაცაა თავად ტაძარი. ერთი ეგვტერი 1915 წლის 31 ოქტომბერს აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე, მეორე - 1915 წლის 17 იანვარს პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე, ხოლო პალატში მდებარე საკურთხეველი ქრისტეს შობის სახელზე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობა დაიწყეს XX საუკუნის დასაწყისში. მისი აშენების ინიციატორი იყო წინამძღვარი იოანე კედროვი. ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი გაიმართა 1908 წლის 11 ოქტომბერს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტი ვლადიმერი. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა არქიტექტორ პავლე ტოლსტიხის პროექტის მიხედვით. ტაძარი საბოლოოდ აკურთხეს ახალი სტილით 1914 წლის 4 იანვარს (ძვ. სტილით 1913 წლის 22 დეკემბერი). ჩრდილოეთის პეტრესა და პავლეს სახელობის ეგვტერი ააგეს „ერთი მოქალაქის სახსრებით, რომელმაც მშენებლობისთვის გაიღო 40 000 რუბლი და თავისივე სურვილით დარჩა უცნობი“[1].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი არ დახურულა. აღდგომის ტაძარში თავი მოიყარა დახურული და დანგრეული ეკლესიების სიწმინდეებმა, მათ შორის იყო: ივერიის ღვთისმშობლის ხატი, მხურვალე ღვთისმშობლის ხატი, ბოგოლიუბის ღვთისმშობლის ხატი, წმინდა პანტელეიმონის ხატი და სხვა.

1933 წლის 29 ოქტომბერს ქრისტეს აღდგომის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს სერგი (ვოსკრესენსკი).

1930-იანი წლების შუა პერიოდიდან, მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის დანგრევის შემდეგ ეკლესია გადაეცათ ობნოვლენცებს. 1944 წელს მისი ობნოვლენცური მრევლი შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს და ეკლესიაში შედგა ადგილობრივი კრება, რომელმაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია ალექსი I[2].

1948 წლის ივნისში ტაძარში გაიმართა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრა.

ამჟამად ეკლესიის წინამძღვარია ალექსანდრე (დასაევი), მის გარდა საეკლესიო შტატში ირიცხება ოთხი მღვდელი და სამი დიაკვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сорок сороков / Автор—составитель П. Г. Паламарчук. — М.: АО «Книга и бизнес», АО «Кром», 1995. — Т. 3. — С. 74—77. — 586 с. — 25 000 экз. — ISBN 5—7119—0043—9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Московские церковные ведомости». — 1915. — 3 января.
  2. Алексий I // Православная энциклопедия