მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (სენია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (სენია) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (სენია)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′02″ ჩ. გ. 37°36′58″ ა. გ. / 55.75056° ჩ. გ. 37.61611° ა. გ. / 55.75056; 37.61611
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი არ მოქმედებს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732864042
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Богородицы) — უძველესი, ჩვენს დრომდე ნაწილობრივ შემონახული მართლმადიდებლური ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIV საუკუნეში. ეკლესია მდებარეობს მოსკოვის კრემლის ანსამბლში, შედის კრემლის დიდი სასახლის კომპლექსში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააგეს 1393-1394 წლებში დიმიტრი დონელის ქვრივის ევდოკია მოსკოველის დაკვეთით. საბჭოთა არქოლოგის ნიკოლოზ ვორონინის მტკიცებით ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს კულიკოვოს ბრძოლის პატივისცემის ნიშნად, რომელიც აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე, რადგან საეკლესიო კალენდრის მიხედვით დღესაწაული დაემთხვა კულიკოვოს ბრძოლას[1]. რუსი მეცნიერი სერგეი ზაგრაევსკი კი თვლის, რომ ეკლესია ააგეს კულიკოვოს ბრძოლის მე-13 წლისთავზე[2].

ეკლესიამ დაიკავა ლაზარეს აღდგინების სახელზე ნაკურთხი ხის ეკლესიის ადგილი და მდებარეობდა თავადის სასახლის ქალების ნაწილში და იყო დიდი თავადის მეუღლის კარის ეკლესია.

ეკლესიამ 1393-1394 წლებამდე მოაღწია თუმცა შემონახული იყო მისი მხოლოდ კედლები მთავარი კარიბჭით, ფანჯრების დონეზე. აღნიშნული ეკლესია იყო სამაფსიდიანი და აგებული თეთრი ქვით.

1395 წელს ეკლესია მოხატეს თეოფანე ბერძენმა და სიმეონ შავმა მოსწავლეებთან ერთად[3].

1479 წელს, სავარაუდოდ, ხანძრის გამო ეკლესიის ზედა ნაწილი ჩამოინგრა, მაგრამ მალევე აღადგინეს. 1514-1518 წლებში ეკლესიის გადაკეთებაზე მუშაობდა ალევიზ ნოვი, რომელმაც ეკლესიას დააშენა ახალი სივრცე, რომელშიც განათავსეს მთავარი საკურთხეველი ღვთისმშობლის შობის სახელზე.

მეფე თევდორე ალექსის ძის დროს 1681-1684 წლებში ეკლესიის შენობა გადაკაეთეს ერთგუმბათიან ეკლესიად სწორკუთხა საკურთხევლითა და დასავლეთით მიდგმული სამრეკლოთი. ამ პერიოდისათვის ლაზარეს სახელობის ეგვტერი უკვე გაუქმებული იყო.

ამჟამად ტაძარი არ მოქმედებს, მასში შესვლა აკრძალულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронин Н. Н. Зодчество Северо-Восточной Руси XII—XV вв. М., 1961—1962. Т. 2. С. 253—262.
  • Памятники архитектуры Москвы. Кремль, Китай-город, центральные площади. М., 1982. С. 329—330.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]