ნევის საწერი ქაღალდის ფაბრიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნევის საწერი ქაღალდის ფაბრიკა
Невская писчебумажная фабрика
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1839-1840
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830250000

ნევის საწერი ქაღალდის ფაბრიკა (რუს. Невская писчебумажная фабрика) — მსხვილი სამრეწველო კომპანია რევოლუციამდელ რუსეთში. სრული სახელია „საქციო საზოგადოება ნევის საწერი ქაღალდის ფაბრიკა სანქტ-პეტერბურგში“. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნევის საწერი ქაღალდის ფაბრიკა დაარსდა 1839-1840 წლებში პირველი გილდიის ვაჭრის, საპატიო მოქალაქის ალექსანდრე ივანეს ძე ვარგუნინის მიერ, ბრიტანეთის მოქალაქე ჯონ ჰობერტთან ერთად, იმ მიწის ნაკვეთზე, როელიც შეიძნა 65 000 რუბლად. ქარხნის აღჭურვილობა და მისი ხელოსანიც ჩამოიყვანეს ინგლისიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ ინგლისელ ჰობერტის წილი შეიძინა ა. ი. ვარგუნინის უმცროსმა ძმამ პავლე ივანეს ძე ვარგუნინმა.

ფაბრიკის შენობების კომპლექსი ააგეს ამჟამინდელი ოქტომბრის სანაპიროს ტერიტორიაზე არქიტექტორ ლ. ლ. შაუფელბერგერის პროექტის მიხედვით.

ინგლისურ სტილში აგებული ძმები ვარგუნინების ფაბრიკა იმ პერიოდისათვის ითვლებოდა ყველაზე მოწინავე საწარმოდ, როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით. სწორედ ამ საწარმოში ქაღალდის დასამზადებლად პირველად რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენეს ორთქლის მანქანა. 1874 წელს აქვე პირველად დაამზადეს ქაღალდი ნამჯისაგან.

არაერთჯერადი მიშენებისა და დაშენებების წყალობით ვარგუნინების ფაბრიკა რუსეთში ყველაზე უმსხვილესი გახდა. ფაბრიკაში მუშაობდა ოთხი ქაღალდის დამამაზადებელი მანქანა, რომელსაც ემსახურებოდა 700 ადამიანი. ამის გამო ახალი სამრეწველო კორპუსების მშენებლობა არ შეწყვეტილა.

1907 წელს ფაბრიკაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ორი ქაღალდის გადამამუშავებელი მანქანა.

1910 წელს ფაბრიკა გადავიდა ახალი მფლობელების ხელში. მოხდა მისი რეორგანიზცია სააქციონერო საზოგადოებად და ამ ფორმით 1918 წელს მოახდინეს მისი ნაციონალიზაცია.

საბჭოთა პერიოდში ფაბრიკას არაერთხელ შეუცვალეს სახელი:ვოლოდარის სახელობის ქაღალდის ფაბრიკა, ლენინგრადის ქაღალდის ფაბრიკა № 2. 1994 წელს კი ეწოდა შპს „ქაღალდის ფაბრიკა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]