პალას-ოტელი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალას-ოტელი
რუს. Палас-отель
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი ამპირი
გახსნის თარიღი XVIII საუკუნე

პალას-ოტელი (რუს. Палас-отель) — ძველი ხუთსართულიანი სახლი დონის როსტოვში. XVIII საუკუნის არქიტექტურული ძეგლი.

მისამართი: დონის როსტოვი, ბუდიონოვსკის პროსპექტი, სახლი 43/53.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის როსტოვში ბუდიონოვსკის გამზირისა და უშკინის ქუჩის გადაკვეთაზე სამსართულიანი სახლი ააგეს 1880-იან წლებში კუშნარიოვის თამბაქოს ფაბრიკისთვის. 1914 წელს „კუშნარიოვის ამხანაგობა“ ასლანიდების თამბაქოს ფაბრიკასთან ერთად შეუერთდნენ ასმოლოვის თამბაქოს ფაბრიკას, რომელიც მდებარეობდა ყაზანის (ამჟამად გაზეთის) შესახვევში. 1914-1915 წლებში გადააკეთეს ამპირის არქიტექტურულ სტილში არქიტექტორ არუთიუნ ზაკიევის პროექტის მიხედვით.

შენობის გადაკეთების შემდეგ მასში სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროში იყო 70 ორ და სამ ადგილიანი ნომრები, დიდი სასადილო დარბაზი. დარბაზის ცენტრში შადრევნით. სასადილოს დარბაზის შესასვლელთან კედელში ჩაყოლებული იყო დიდი აკვარიუმი თევზებით, რომელიც ასევე შედიოდა რესტორნის მენიუში. აკვარიუმის ფართობი იყო 8 კვ. კმ.

1914 წელს ფეშენებელურ სასტუმრო პალას-ოტელში შეცერდა იმპერატორი ნიკოლოზ II ოჯახთან და ტახტის მემკვიდრესთან ერთად.

1918 წლის 23 მარტიდან 4 მაისამდე პალას-ოტელში განთავსებული იყო დონის საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობა. 1918 წლის მაისში თეთრების მიერ დონის როსტოვის დაკავების შემდეგ შენობაში კვლავ სასტუმრო გაიხსნა. 1919 წლის 13 ივნისს სასტუმროს ვესტიბიულში მოკლეს ყუბანის რადას ხელმძღვანელი ნიკოლაი რაიბოვოლი.

1920 წელს შენობაში განათავსეს პირველი ცხეონასანი არმიის შტაბი. მოგვიანებით კი, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი.

თანამედროვე ეტაპზე შენობა გადაკეთებულია. დააშენეს ორი სართული დაგანათავსეს ფედერალური სახელმწიფო დაწესებულება - რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთ რეგიონული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. г. Ростов-на-Дону, пр-т Буденновский, д. 43. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-02-21.