პარამონოვის საწყობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარამონოვის საწყობები
რუს. Парамоновские склады
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
მოქანდაკე იაკუნინი, ერნსტ შულმანი
მასალა აგური
გახსნის თარიღი XX საუკუნის შუა წლები

პარამონოვის საწყობები (რუს. Парамоновские склады) — XIX საუკუნის საწყობების კომპლექსი დონის როსტოვში. მდებარეობს მდინარე დონის ნაპირზე, სოკოლოვის პროსპექტსა და უნივერსიტეტის შესახვევს შორის. არის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამონოვის საწყობების ყველაზე ძველი ნაგებობა აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში. ყველაზე გვიანდელი კი 1890-იან წლებში[1]. საწყობს აშენებდნენ ინჟინრები აკუნინი და ერნსტ შულმანი[1]. თავისი არსებობის მანძილზე საწყობი სხვადასხვა მფლობელებს და ფირმებს ეკუთვნოდა. თუმცა ქალაქის მოსახლეობა მის მფლობელად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს, ხორბლის მეწარმეს ელიდიფორ პარამონოვს მიიჩნევს[1].

საწყობი სასწაულებრივად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს პორტის დაბომბას. თუმცა ერთ-ერთმა ბომბმა დააზიანა წყლის მიწოდების სისტემა[2]. საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში საწყობი გამოიყენებოდა თავისი დანიშნულებით და იქ ინახებოდა ცემენტი, სამშენებლო მასალები და სხვ.[2].

1985 წელს საწყობებმა მიიღო ისტორიისა და კულტურის ადგილობრივი ძეგლის სტატუსი[3]. ცოტა მოგვიანებით, ისტორიულმა ნაგებობამ მიიღო ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარამონოვის საწყობები გაფორმებულია ლაკონიური აგურის დეკორით, რომელიც გადაწყვეტილია რომაულ და კლასიციზმის სტილში.

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყობები ამჟამად ნანგრევების სახითაა ჩვენამდე მოღწეული. წყალმომარაგების სიტემაში წყლის მუდმივი ტემპერატურის გამო თითქმის მთელი წლის მანძილზე ნანგრევებში ყვავის მწვანე ბალახი[1].

2011 წლის ივნისში ადგილობრივი ენთუზიასტების მეშვეობით საწყობებში გაიმართა დასუფთავების აქცია „ავგიას თავლა“[4]. აქციას მხარს არ უჭერდა როსტოვის ოლქის საკანონმდებლო კრება და იგი უკანონოდ ჩათვალეს, სამაგიეროდ მხარს უჭერდა ცნობილი მომღერალი ნატალია ვეტლიცკაია[4].

2013 წლის დეკემბერში როსტოვის ოლქის საკუთრების სამინისტრომ მოიწონა პარამონოვის საწყობების რეკონსტრუქციის პროექტი[5]. რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავა მოსკოვის არქიტექტურული ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

2015 წლის 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საწყობებს უპირებდნენ დანგრევას და ხელახლა აგებას. ახალ ნაგებობაში აღარ იქნებოდა აუზი[6].

უკანასკნელი განცხადება მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს 2016 წლის დეკემბრის ბოლოს: პარამონოვის საწყობების მთელი კომპლექსი ითვლება ავარიულად და საჭიროა მისი დანგრევა და ხელახლა აშენება. ასევე განაცხადეს, რომ არ იგეგმება აუზის შენარჩუნება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Парамоновские склады // Молот. — 2010. — 16 июня.
  2. 2.0 2.1 Кисин С. Амбарная книга. Жизнь и забвение Парамоновских складов დაარქივებული 2012-08-19 საიტზე Wayback Machine. // Вестник. — 2008. — № 3.
  3. Собств. корр. В парамоновские склады вдохнут новую жизнь დაარქივებული 2012-07-19 საიტზე Wayback Machine. // Вечерний Ростов. — 2004. — 15 окт.
  4. 4.0 4.1 Пилипенко Г. Ростовчане! Все на склад! // www.rostovnews.net. — 2011. — 10 июня.
  5. Собств. корр. Донские власти одобрили проект реконструкции Парамоновских складов დაარქივებული 2013-12-17 საიტზე Wayback Machine. // mail.ru. — 2013. — 17 дек.
  6. Купание в памятнике архитектуры «Парамоновские склады» признали опасным для жизни