პეტროვის სახლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პეტროვის სახლი.
პეტროვის სახლი
რუს. Особняк Петрова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დოროშენკო
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი XIX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100029000

პეტროვის სახლი (რუს. Особняк Петрова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 115). აგებულია XIX საუკუნის ბოლოს, არქიტექტორ ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით. 1959 წლიდან შენობაში განთავსებულია როსტოვის სახვითი ხელოვნების საოლქო მუზეუმი[1]. პეტროვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტროვის სახლი ააშენეს XIX საუკუნის ბოლოს. სახლის პირველი მფლობელი იყო ა. დომბროვსკი, თუმცა მან იგი მალევე გაყიდა. ცნობილია, რომ 1898 წელს სახლი გადაეცა ვლადიკავკაზის რკინიგზას[1]. XIX საუკუნის ბოლოს ვლადიკავკაზის რკინიგზამ გამოიწვია ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რომლის პერიოდშიც ითხოვდა რკინიგზის ხაზის ქვეშ მდებარე მიწის შესყიდვას. მაშინ გზის უფროსმა განაცხადა, რომ ადვოკატმა, რომელმაც მოიგო პროცესი, დომბროვსკისაგან მიიღო საჩუქარი. საკუთარი ინტერესების დასაცავად რკინიგზამ ადვკატად აიყვანა როსტოველი ადვოკატი აპოლონ პეტროვი, რომელმაც ბრწყინვალედ მოიგო აღნიშნული პროცესი. წარმატების გამო იგი დაინიშნა ვლადიკავკაზის რკინიგზის იურისტ-კონსულტანტად და საჩუქრად მიიღო დომბროვსკის სახლი[1].

შენობაში პეტროვი ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 1913 წლიდან სახლს ოფიციალურად ფლობდა მისი ცოლო სოფია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტროვები გადასახლდნენ საფრანგეთში. 1920 წელს კი საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა სახლის ნაციონალიზაცია. 1920-იან წლებში აქ განტასდა საბავშვო კომუნა, შემდეგ განათლების მუშაკთა სახლი და შემდეგ მეშახტეთა კავშირი. 1930-იან წლებში შენობაში განთავსდა ფიზკულტურული საზოგადოება „Спартак“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობაში განთავსდა მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა საოლქო განყოფილება. 1959 წელს კი შენობაში განათავსეს დონის როსტოვის სახვითი ხელოვნების საოლქო მუზეუმი[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტროვის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში. ხოლო ფასადის გასაფორმებლად გამოყენებულია ბაროკოს, კლასიციზმისა და რენესანსის ელემენტები. მთავარი (სამხრეთის) ფასადი გადის პუშკინის ქუჩაზე. მას ასიმეტრიული კომპოზიცია გააჩნია. მთავარი შესასვლელის თავზე ჰერალდიკური ნიშანია გამოსახული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 85—94. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.