პეტროვკის ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტროვკის ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესია
პეტროვკის ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესია — რუსეთი
პეტროვკის ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პეტროვკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ვალპრედე
თარიღდება 1850-1858
დეტალები
მასალა აგური

პეტროვკის ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Живоносный источник») — ეკლესია სოფელ პეტროვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი პეტროვკა, ლუგოვაიის ქუჩა № 12.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ცხოველმყოფელი წყაროს ხატის ეკლესიის ისტორია სათავეს იღებს 1841 წლიდან. XIX საუკუნეში ადგილზე, სადაც ახლა ეკლესია დგას, წყაროსთან მოხდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადება, წყარო გახდა ცნობილი ავადმყოფთა განკურნების სასწაულებრივი თვისებების გამო.

ლეგენდის თანახმად, 1841 წლის აგვისტოში აქ გლეხებს გაუთენებიათ ღამე. მეორე დღეს ერთ-ერთი მათგანი წასულა წყალზე და უხილავს ღვთისმშობლის ხატი ყრმით მარჯვენა ხელში. გლეხმა ამის შესახებ უამბო გარშემო მყოფთ, ამის შემდეგ ყველა გლეხი გაემართა წყაროსკენ და იგივე იხილეს საკუთარი თვალით. ეს ამბავი გლეხებმა ბაბინსკის დასახლების მმართველს უამბეს. ღვთისმშობლის გამოცხადების ამბავი მალევე მოედო გარშემო მდებარე სოფლებს. გამოცხადების მეორე დღეს ბაბინსკის წყარომ განკურნა მძიმედ ავადმყოფი ადგილობრივი მცხოვრები მატრონა ზოტოვა. მორწმუნე ადამიანებმა თანდათან დაიწყეს სიარული ახალი სიწმინდისაკენ.

1848 წელს წყაროსთან ააშენეს სამლოცველო. 1849 წელს კი ხის ეკლესია ღვთისმშბლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს სახელზე.

1850 წლის 6 აგვისტოს ატამან მიხეილ ხომუტოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ეკლესიას[1].

თავდაპირველად უნდოდათ ეკლესია აეშენებინათ ისე, რომ წყარო მოექციათ ეკლესიის შუაში, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან ამას შეიძლება დროთა განმავლობაში დაეზიანებინა ეკლესიის კედლები. ამის გამო ეკლესია ააშენეს წყაროს ზემოთ ბუნებრივ მოედანზე და წყარომდე ჩასასვლელად კიბეები გააკეთეს. ეკლესია ააგეს ივან ვალპრედეს პროექტის მიხედვით. მშენებლობა გაგრძელდა 8 წელი და დასრულდა 1858 წელს.

1911 წელს, რუსეთში გატარებული საგლეხო რეფორმის 50-ე წლისთავზე წყარსთან გაიხსნა იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლი[2]. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ძეგლი დაანგრიეს. ეკლესიაში კი გახსნეს საწყობი და სოფლის მეურნეობის ტექნიკის სარემონტო სახელოსნო. მორწმუნეების დევნა ახალი ძალებით დაიწყო ნიკიტა ხრუშჩოვის ხელისუფლბაში მოსვლის შემდეგ. ეკლესიასთან საეკლესიო დღესასწაულებში აიკრძალა ხალხმრავლობა. ხელისუფლებამ ბრძანა დაენგრიათ სამლოცველო და ჭაში ქვები ჩაეყარათ. წყაროსთან მომლოცველობა შეწყდა. პერესტროიკის წლებში მოსახლეობამ ეკლესია გაასუფთავა ნაგვისაგან და წყარო გაწმინდეს[3].

2012 წლის 20 აპრილს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტ მერკურის ბრძანებით ეკლესია გადაეცა ივერიის ღვთისმშობლის ხატის დედათა მონასტერს. ამ დღიდან მოყოლებული მიმდინარეობს მონასტრის აღდგენითი სამუშაოები. ეკლესიაში მიმდინარეობს წირვა-ლოცვა[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Св. Синода от 5 авг. 1842 г. за №11981 в Донскую духовную Консисторию
  2. Живоносный источник Петровка Бабинский Целебный Источник Описание кринички. www.donvrem.dspl.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
  3. Крыничка | Меотида: История, культура, природа нижнего Дона и приазовья. meotyda.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
  4. Живоносный целебный источник. Петровка.