სამარის რკინიგზის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამარის რკინიგზის მუზეუმი

ელმავლები სამარის რკინიგზის მუზეუმში
53°13′27″ ჩ. გ. 50°17′41″ ა. გ. / 53.2242194° ჩ. გ. 50.2949500° ა. გ. / 53.2242194; 50.2949500
დაარსდა 9 ნოემებრი, 2010
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა სამარა
სტატუსი მუზეუმი
Map

სამარის რკინიგზის მუზეუმი (რუს. Самарский железнодорожный музей) — სპეციალიზებული მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში ლიტვინოვის ქუჩაზე. მუზეუმი განთავსებულია სამარის სახელმწიფო საგზაო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ტერიტორიაზე (ადრე სადგურ ბეზიმიანკის სარკინიგზო ჯარების მე-9 ბრიგადის პოლიგონი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები 2010 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და სულ რაღაც ორ თვეში დასრულდა. აღნიშნულ პროექტში რუსეთის რკინიგზამ 5 მილიონი რუბლი ჩადო.

2010 წლის 9 ნოემბერს მუზეუმის საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც კუიბიშევის რკინიგზის 136-ე და სააქციო საზოგადოება რუსეთის რკინიგზის შექმნიდან მე-7 წლისთავს მიეძღვნა[1].

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფრასტრუქტურა
  • დაშკოვო რკინიგზის სადგური შენობა (სადგურ დაშკოვოდან (პენზის ოლქი) გადმოტანილი XIX საუკუნის შუა პერიოდის რკინიგზის სადგური უნიკალური ნაგებობა
  • სემაფორები, ისრები და სხვა სასიგნალო მოწყობილობები.
  • ძველი ხიდის ელემენტები
  • ლიანდაგების ნიმუშები
მოტორვაგონური მოძრავი შემადგენლობა
  • ელექტრომატარებელი ЭР200 ორი ვაგონის ЭР200-252, ЭР200-254 შემადგენლობით და მთავარი ვაგონით ЭР200-107
  • ვაგონები СД № 035 და СМ3 № 256, ორივე ვაგონის თავდაპირველი სერია იყო СВ, შემდეგ СД, ორივე მათგანს გადაკეთებული აქვს კარებები უფრო დაბალი ბაქნებისათვის, СМ3 სერია მიიღეს 1956 წელს 3 კვ ძაბვაზე გადაკეთების შემდეგ. წარმოადგენს მუზეუმის ერთ-ერთი უძვირფასეს ექსპონატს, რადგან მსგავსი ელექტროსექციის ვაგონები მხოლოდ ოქტომბრის რკინიგზის სადგურის მუზეუმში ინახება.
  • ელექტრომატარებელი ЭР2-371 , მისაბმელიანი, მთავარი და ძრავის ვაგონები, პირვანდელი სახით არ არის წარმოდგენილი.
  • დიზელის მატარებელი ДР1А-310
ორთქლმავლები
თბომავლები
ელმავლები
  • ВЛ22м-442
  • ВЛ23-401
  • ВЛ8-1700
  • ЧС2-817
  • ЧС4-160
  • ВЛ10-085, არამშობლიური ნომრით, გვიანდელი ნომრების მანქანა.
  • ВЛ60К-2518, არ არის მუზეუმის ექსპოზიციაში, დგას ანგარში და გამოიყენება როგორც სამარის სახელმწიფო საგზაო უნივერსიტეტის სასწავლო ლოკომოტივი
დრეზინები და სარკინიგზო ტექნიკა
  • მოტოდრეზინა ДТ-5 „პიონერკა“
  • АГВ-171
  • АС1А-2327
  • АС4-022, საგზაო მოტრისა
  • ЭСО, როტორის თოვლმწმენდი
  • ДМС-1077
  • ПЗСМ, მიღებულია 2015 წელს.

ექსპონატების უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია კუიბიშევის, ვოლგისპირეთისა და სამხრეთ ურალის რკინიგზებით.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]