სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′29″ ჩ. გ. 30°18′35″ ა. გ. / 59.90806° ჩ. გ. 30.30972° ა. გ. / 59.90806; 30.30972
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810087000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) გერმან გრიმი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული სტილი
თარიღდება XX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Христова) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლითი არხის სანაპიროზე, ვარშავის ვაგზალთან ახლოს. ტაძარი აგებულია 1904-1905 წლებში, ფსევდორუსულ სტილში.

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის სახელზე, ჩრდილოეთისა - ალექსანდრე ნეველის, ხოლო სამხრეთისა - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ისიდორ მინაევი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1894 წლის 14 აგვისტოს. იგი აკურთხეს 1894 წლის 4 დეკემბერს.

1896-1897 წლებში ტაძრის სიახლოვეს ააგეს სამსართულიანი შენობა, რომელშიც განათავსეს სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1897 წლის ოქტომბერში ეკლესიაში მეორე მღვდლად გააგზავნეს ალექსანდრე როჟდესტვენსკი, რომელმაც იმ წელს დაასრულა სასულიერო აკადემია, რომელმაც ალექსანდრე ნეველის სახელობის სიფხიზლის საზოგადოება დააარსა.

თანამედროვე ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოების დაარსებით დაიწყო თანხის შეგროვება ახალი, ქვის ეკლესიის ასაშენებლად. ტაძრის მშენებლობა გახდა ცნობილი პეტერბურგელი მეცენატის დიმიტრი პარფენიოვის ცხოვრების საქმე. ტაძარი აშენდა სამშენებლო კომისიის ხელმძღვანელობით.

ახალ შენობას, რომელიც ააგეს არქიტექტურის აკადემიკოსების გერმან გრიმის პროექტის მიხედვით ვა არქიტექტორების გუსტავ გოლისა და ანდრეი გუნის მონაწილეობით საფუძველი ჩაუყარეს 1904 წლის 25 ივლისს და ერთი წლის შემდეგ პრაქტიკულად დასრულდა. იგი მოაპირკეთეს დეკორატიული აგურით. ეკლესიის სივრცე გათვლილი იყო 4 000 ადამიანზე.

1906 წლის 11 მაისს სამრეკლოზე, რომლის სიმაღლეც იყო 60 მეტრი, დაკიდეს 1 000 ფუთიანი ზარი, რომელსაც უწოდებდნენ „მამა ალექსანდრეს“ 1905 წლის 5 ივლისს გარდაცვლილი ალექსანდრე როჟდეტვენსკის სახელზე.

მთავარი საკურთხეველი აკურთხეს 1908 წლის 14 დეკემბერს. ერთი კვირის შემვეგ აკურთხეს მარჯვენა ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო მარცხენა ალექსანდრე ნეველის სახელზე. მთავარი კანკელი შეიქმნა ანდრეი გუნის პროექტის მიხედვით.

1913-1914 წლებში ეკლესიის ცალკეული სამუშაოები დასრულდა. შემდეგი ორი წელი მიმდინარეობდა კედლების მოხატვა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის აგვისტოდან 1923 წლის თებერვალში ტაძარი მიაკუთვნს პეტროგრადის ავტოკეფალიას, 1923 წლიდან ობნოვლენცების ხელშია. 1930 წელს ქრისტეს აღდგომის ეკლესია დახურეს, ხოლო მის შენობაში განათავსეს ტრამვაის პარკი.

აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის ზაფხულში ეკლესია დაუბრუნდა მორწმუნეებს და 1990 წლის აღდგომის დღეს აღევლინა პირველი ღვთისმსახურება.

1992 წლის 20 ივნისს ეკლესიაში დაასაფლავეს ლევ გუმილიოვი.

2008 წლის 20 დეკემბერს ტაძარზე დაამონტაჟეს ახალი ჯვარი. გაგრძელდა გუმბათის რეკონსტრუქცია. გააკეთეს კანკელი (აღადგინეს მისი ისტორიული სახე).

2013 წელს რომანოვების გამეფებიდან 400 წლისთავის სამახსოვროდ ტაძრის დასავლეთ ნაწილში ააგეს ნიკოლოზ II-ის ძეგლი მეუღლესთან ერთად.

ტაძრის ეზოში ორი სამლოცველოა ერთი შესასვლელთან არხის მხრიდან და მეორე ვარშავის ვაგზლის მხარეს მთავარ ფასადთან. მეორე სამლოცველო დაანგრიეს 1925 წელს, ხოლო მის ადგილზე დადგეს ვლადიმერ ლენინის ძეგლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. В. Антонов, А. В. Кобак. Святыни Санкт-Петербурга. Историко-церковная энциклопедия в трех томах. — СПб.: Издательство Чернышева, 1994 −1996. ил.
  • Лидия Соколова. Когда горит свеча. Никольское кладбище Александро-Невской Лавры. Вып.2.- СПб,2005.-224 с. ISBN 5-98451-009-x

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]