სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია

XIX საუკუნის გრავიურა

სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′04″ ჩ. გ. 30°19′23″ ა. გ. / 59.91778° ჩ. გ. 30.32306° ა. გ. / 59.91778; 30.32306
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი დაკარგული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი, ნეოგოთიკა
თარიღდება 1845-1849

სანქტ-პეტრბურგის მაცხოვრის ლატვიური ეკლესია (რუს. Латышская церковь Христа Спасителя) — დაკარგული ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1845-1849 წლებში. მდებარეობდა მისამართზე: საქნტ-პეტერბურგი, ზაგოროდნის პროსპექტი 62/1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ის ლატვიელები, რომლებიც ცხორობდნენ სანქტ-პეტერბურგში, ეკუთვნოდნენ წმინდა მიქაელის ლუთერანული ეკლესიის მრევლს, სადაც 1835 წელს იმპერატორის ბრძანების თანახმად მათთვის დაინიშნა სპეციალური მქადაგებელი. 1845 წელს ლატვიელმა მრევლმა დაიწყო საკუთარი შენობის მშენებლობა, რომელიც აკურთხეს 1849 წლის 3 მარტს. ეკლესიის მშენებლობისათვის რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა გამოყო 12 ათასი რუსული რუბლი, ხოლო ლატვიელმა ვაჭარმა პეტრე იანისმა 10 ათასი რუბლი. მრევლის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბარონმა ივან ანდრიას ძე ფიტინგოფმა, რომელიც იყო საკავალერიო პლკის ლეიბ-გვარდიის მეთაურმა. რადგანაც მრევლის მეოთხედი იყვნენ გერმანელები მათთვის დაინიშნა სპეციალური მქადაგებელი.

ეკლესიასთან ფუნქციონირებდა სკოლა და ბავშვთა თავშესაფარი. დროთა განმავლობაში ეკლესიის მრევლის რიცხვმა 10 000-ს მიაღწია, რამაც დააყენა ახალი ეკლესიის აგების საჭიროება, თუმცა ამის რეალიზება არ მომხდარა.

საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1938 წელს „ლატვიელი მუშების მოთხოვნით“. ეკლესიის შენობა დაანგრიეს. დღესდღეობით მცირე ლატვიური საზოგადოება იკრიბება ვასილევსკის კუნძულზე მდებარე წმინდა ეკატერინეს ლუთერანულ ეკლესიაში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი პროექტის ავტორი იყო ვასილი ეგორის ძე მორგანი (1846 წელი), მშენებელი - ოტონ ვასლის ძე ბრემერი (1847-1849 წლები). მოგვიანებით ეკლესია გააფართოვეს და გადააკეთეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. Е. Князева, Г. Ф. Соколова «Лютеранские церкви и приходы России XVIII—XX вв.», Санкт-Петербург, «Литера», 2001, ISBN 5-89319-048-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]