სტეფანე რაზინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანე რაზინის ხიდი
რუს. Мост Степана Разина
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′33″ ჩ. გ. 30°15′50″ ა. გ. / 59.90917° ჩ. გ. 30.26389° ა. გ. / 59.90917; 30.26389
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 38,3 
სიგანე 20 
გახსნის თარიღი 1914 წ.
სტეფანე რაზინის ხიდი — რუსეთი
სტეფანე რაზინის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

სტეფანე რაზინის ხიდი (რუს. Мост Степана Разина) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლით არხზე, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს სტეფანე რაზინის ქუჩასა და ლიფლიანდის ქუჩას.

უახლოესი მეტროსადგური არის „ნარვსკაია“ რომელიც მდებარეობს ხიდიდან 1075 მეტრში.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა თავისი სახელწოდება მიიღო სტეფან რაზინის ქუჩის მიხედვით. აღნიშნული სახელწოდება მიენიჭა 1939 წლის 22 თებერვალს. მანამდე კი ხიდს ერქვა სტენკა რაზინის ხიდი (1923 წლიდან 1939 წლამდე), ხოლო უფრო ადრე ესტლიანდის ხიდი (1914 წლიდან).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხიდი დღევანდელის ადგილზე 1914 წელს ააგეს. იგი იყო ხის, ხუთმალიანი და ძელებიანი, რომელიც გათვალისწინებული იყო სატვირთო ტრანსპორტისთვის. ამ ფორმით ხიდი მოქმედებდა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. იგი აკავშირებდა ლიფლიანდისა და ესტლიანდის ქუჩებს და სახელიც ერთ-ერთი მათგანის მიხედვით უწოდეს — ესტლიანდის ხიდი.

1977-1979 წლებში იგი მთლიანად გადააკეთეს „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერ ა. დ. გუტცაიტისა ა არქიტექტორ ვ. მ. ივანოვის პროექტის მიხედვით. ხიდი გადააკეთეს რკინაბეტონის კონსტრუქციაში და გახდა ერთმალიანი.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი კონსტრუქციით ხიდი ჰგავს ნოვო-კამენის ხიდს.

ტროტუარები მოწყობილია ისე რომ სავალ ნაწილზე მაღლა მდებარეობს. სავალი ნაწილი და ფეხით მოსიარულეთა გზა ასფალტ-ბეტონითაა დაფარული. ხიდის სიგრძეა 38,3 მეტრი, ხოლო სიგანე — 20 მეტრი, საიდანაც 14 მეტრი სავალი ნაწილია, ხოლო 3-3 მეტრი უკავია ორ ტროტუარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 363. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 250—251. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]