ტიტოვკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტოვკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ტიტოვკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — რუსეთი
ტიტოვკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტიტოვკა
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კონსტანტინ ტონი
ხუროთმოძღვრული სტილი რუსულ-ბიზანტიური
თარიღდება 1878
დეტალები
მასალა აგური

ტიტოვკის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — დანგრეული მართლმადიდებლური ეკლესია მილეროვსკის რაიონის სლობოდა ტიტოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 1878 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, მილეროვსკის რაიონი, სლობოდა ტიტოვკა, საბჭოთა ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ხედი დანგრეულ ეკლესიაზე
ეკლესიაში შესასვლელი

ეკლესია ააგეს 1878 წელს. პროექტის ავტორი იყო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის არქიტექტორი, აკადემიკოსი კონსტანტინ ტონი. ეკლესია აგებულია რუსულ-ბიზანტიურ სტილში და წარმოადგენს ამ სტილის ერთ-ერთ იმ მცირე ეკლესიათაგანს, რომელიც შემონახულია დღემდე.

ეკლესია იყო ერთსაკურთხევლიანი, მის მრევლს მიეკუთვნებოდა ახლომდებარე ხუტორების ფლოროვის, ნაზდროვსკისა და ალექსანდროვსკის მოსახლეობა. 1877 წლიდან ეკლესიასთან მოქმედებს სოფლის სამრევლო სასწავლებელი.

თავისი არსებობის პერიოდში ეკლესია არასოდეს არ გადაუკეთებიათ. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ეკლესიაში განათავსეს ხორბლის საცავი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესია არ დაზიანებულა. ეკლესიაში შემორჩენილია კედლის მხატვრობის ცალკეული დეტალები. 1966 წელს მილეროვსკის რაიონული აღმასკომის გადაწყვეტილებით ეკლესია დახურეს. მასში გახსნეს სასოფლო კლუბი, ხოლო შემდეგ ხორბლის საწყობი. მოგვიანებით ტაძარი მიატოვეს და აღარ გამოიყენებოდა. 1990-იან წლებში ადგილობრივი მოსახლეობა შეეცადა თანხების შეგროვებას ეკლესიის რეკონსტრუქციისათვის, მაგრამ ეს მათთვის საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა[2].

2015 წლის ივლისში ტიტოვკაში მამა სერგეი სოშკინის სტუმრობისას განიხილეს საკითხი სოფელში სამლოცველო სახლის შექმნის შესახებ. დანგრეული ტაძრის მონახულების შემდეგ კი გადაწყდა დაეწყოთ თანხების შეგროვება ეკლესიის აღსადგენად[3].

ტიტოვკის საშუალო სკოლის მუზეუმში ინახება ეკლესიის ერთ-ერთი ზარი, რომელიც ჩამოხსნეს 1960-იან წლებში[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кириллов А. Донская епархия в ее настоящем положении. Новочеркасск, 1896.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]