ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი (შახტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი
Мемориал Жертвам фашизма
მდებარეობა შახტი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი რ. მუროდიანი
მოქანდაკე ი. რეზნიჩენკო
თარიღდება 1975
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101333000
გარე სურათები
ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი

ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი (რუს. Мемориал «Жертвам фашизма») — მემორიალური კომპლექსი, მდებარეობს ქალაქ შახტში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი შახტი მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო გერმანელი ფაშისტების მიერ 1942 წლის 22 ივლისიდან 1943 წლის 12 თებერვლამდე. ფაშისტებმა ქალაქში თავიანთი წესრიგი დაამყარეს, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლები მათ ეწინააღმდეგებოდნენ. ოკუპანტებს უნდოდათ სწრაფად აღედგინათ ქვანახშირის მრეწველობა, თუმცა ამის წინააღმდეგაც აქტიურად ილაშქრებდნენ ქალაქელები. ფაშისტებმა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყეს. საძმო სასაფლაოზე მათ გააკეთეს კრასინის სახელობის შახტის შურფი. ადგილობრივებს სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე ხვრეტდნენ. 1942 წლის 5 ოქტომბერს დააპატიმრეს შახტინს იატაკქვეშეთის ერთ-ერთი ლიდერი ივანე ტიმოთეს ძე კლიმენკო. ფაშისტებმა წაიყვანეს იგი შახტის შურფისკენ რათა დაესაჯათ. მან ფაშისტებს ამაყად განუცხადა, რომ „სულ ერთია, გამარჯვება მაინც წითელ არმიას დარჩებოდა“. ივანე კლიმენკომ დაიჭირა გერმანელი ფაშისტი და მასთან ერთად გადაეშვა შახტის ჭაურში. იგივე გააკეთა იატაკქვეშეთელმა ოლღა მეშკოვამ. 1942 წლის ზამთარში ოლღა საიდუმლოდ დაბრუნა ოჯახში. თუმცა დაიჭირეს გესტაპოელებმა და დახვრეტის წინ ისიც გესტაპოელთან ერთად გადაეშვა შახტის ჭაურში. ამჟამად მის სახელს ატარებს კულტურის სახლი ოქტომბრის რევოლუციის დასახლებაში. 3 500-ზე მეტი შახტელი დაიღუპა კრასინის შახტის ჭაურში ოკუპაციის პერიოდში.

1943 წლის 10 მარტს მიიღეს დადგენილება გმირი შახტელების გმირობის უკვდავსაყოფად. ტრაგიკული მოვლენების ადგილზე კრასინის სახელობის შახტის ჭაურთან დადგეს ფაშიზმის მსხვერპლთა პირველი ძეგლი. ეს იყო ხის პირამიდა, რომელიც ბოლოვდებოდა ვარსკვლავით. 1959 წელს მის ადგილზე დადგეს ობელისკი (ავტორი ს. კომაროვი), ხოლო 1975 წელს გამარჯვების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ააშენეს ფაშიზმის მსხვერპლთა ახალი, თანამედროვე ძეგლი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალის ცენტრში განთავსებულია 8-მეტრიანი მწუხარე მეშახტის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ორ ობელისკს შორის. შახტიორს ხელში უჭირავს ფიალა მუდმივი ცეცხლით. სკულპტურული ჯგუფის გვერდით დასაკრძალი კედელია. მის ნიშში მდებარეობს მეშახტეების ჩაჩქანები. აქვეა ლაბრადორიტისაგან დამზდებული ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალური ფიალა. მემორიალის ავტორები არიან როსტოველი არქიტექტორი რ. მუროდიანი და მოქანდაკე ი. რეზნიჩენკო. ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი ერთ-ერთი უდიდესი ძმათა სასაფლაოა აღმოსავლეთ დონეცის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ершова, Н. Опалённые огнём войны: [мемориал жертвам фашизма в пос. им. Красина]/ Н.Ершова // Шахтинские известия. — 2007. — № 85 (5 мая.). — С. 2.
  • Захаров, А. Вечная слава героям: [открытие мемориала жертвам фашизма на шахте им. Красина]/ А.Захаров // Ленинское знамя. — 1975. — 10 мая. — С. 2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]