ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრე
Крепость Фридрихсбург
კოორდინატები 54°42′16″N 20°29′38″E / 54.704547° ჩ. გ. 20.493819° ა. გ. / 54.704547; 20.493819
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3920007000

ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრე (რუს. Крепость Фридрихсбург) — ციხესიმაგრე კალინინგრადში. ციხესიმაგრის ერთადერთი შემორჩენილი ელემენტი - მისი ჭიშკარია, რომელიც ამჟამად არის ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრე დააარსეს 1657 წელს დიდი კურფიურსტის ფრიდრიხ ვილჰელმის ბრძანებით მდინარე პრეგოლიის დასაცავად. ფრიდრიხსბურგი იყო ბასტიონური ტიპის ციხესიმაგრე. დაგეგმარებაში მას აქვს კვადრატის ფორმა, რომელსაც კუთხეებში დაყოლებული ჰქონდა ტალახითა და ქვით აგებული ბასტიონები. ციხესიმაგრე ააგეს კარის მათემატიკოსის კრისტიან ოტერის პროექტის მიხედვით.

1697 წელს ციხესიმაგრეს სტუმრობდა და აქ დაბომბვის საქმეს სწავლობდა პეტრე I დიდი. რუსეთში დაბრუნების შემდეგ პეტრე დიდის ბრძანებით კუნძულ კოტლინზე აშენდა რამდენიმე ფორტი, რომელიც ააგეს ფრიდრუიხსბურგის ციხესიმაგრის სტილზე.

XIX საუკუნის შუა წლებში მოხდა ციხესიმაგრის მოდერნიზება. ამ მომენტიდან ციხესიმაგრე გახდა ფორტი.

თავისი მთელი არსებობის მანძილზე ციხესიმაგრეს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში.

XX საუკუნის დასაწყისში სათავდაცვო ნაგებობა შეისყიდა ქალაქის ხელისუფლებამ, რომელმაც დაანგრია ნაგებობის დიდი ნაწილი. 1910 წელს ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრე გახდა სამხედრო ობიექტი და მალევე სრულიად დაანგრიეს. მისი მიწაყრილები მთლიანად ამოავსეს, ხოლო კოშკები და კედლები დაანგრიეს. შემორჩენილია მხოლოდ კარიბჭე.

კარიბჭე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრის კარიბჭე

ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრის კარიბჭე, რომელიც ასევე ცნობილია ფრიდრიხსბურგის კარიბჭის სახელითაც, ყოფილი ციხესიმაგრის ერთადერთი შემონახული ელემენტია. ეს კარიბჭე ააგეს 1852 წელს ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერის პროექტის მიხედვით. თავისი არქიტექტურით ისინი ჩამოჰგავენ კენიგსბერგის ქალაქის კარიბჭეებს. ისევე როგორც ქალაქის კარიბჭეები, ციხესიმაგრის კარიბჭეც აგებულია გამომწვარი ფიგურული აგურით და ნეოგოთიკურ სტილში.

კარიბჭე შედგება ცენტრალური პორტალისაგან, რომელსაც თაღის ფორმა აქვს, რომლის გვერდებზე სიმეტრიულად განტავსებული კაზიმატებია გარნიზონისთვის. შესასვლელის მხრიდან მდებარეობს ოთხი მრგვალი კოშკი. კარიბჭე შემკულია დეკორატიული ელემენტებით და გოთიკური ფანჯრებით.

კარიბჭე დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომის შემდეგ იგი არ აღუდგენიათ და იმყოფება დანგრევის საფრთხის წინაშე, მაგრამ რსფსრ-ის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მიხედვით მას მიანიჭეს ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტური ძეგლის სტატუსი.

მიუხედავად ისტორიული ძეგლის სტატუსისა, შენობა კვლავ განაგრძობდა ნგრევას. კარიბჭის რესტავრაცია დაიწყო მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში. რესტავრაციის დასრულების შემდეგ კარიბჭე გახდა მსოფლიო ოკეანის მუზეუმის კიდევ ერთი ფილიალი. 2010 წელს იგეგმებოდა პირველი დამთვალიერებლის მიღება[1]. რესტავრაციისათვის გამოყოფილი თანხები დაიტაცა კორუმპირებულთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგორ პირუმოვი[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Авенир Овсянов. В казематах королевского форта. — Калининград: Янтарный сказ, 1999. С. 50-67.
  • Кёнигсберг Калининград: иллюстрированный энциклопедический справочник. — Калининград: Янтарный сказ, 2005. С. 125—126. ISBN 5-7406-0840-5

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]