შკიპერის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შკიპერის არხი (რუს. Шкиперский канал) — არხი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გალერების უბესა და ნევის უბეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1721-1723 წლებში ვასილევსკის კუნძულის დასავლეთ ნაწილში, არქიტექტორ დომენიკო ტრეზინის პროექტით გაყვანილ არხს უწოდეს აღნიშნული სახელი რადგან, ამ რაიონში მდებარეობდა შკიპერების დასახლება. 1750-1751 წლებში შკიპერის არხის მიმდებარე ტერიტორია მოაპირკეთეს კირქვით. 1808-1812 წლებში არქიტექტორ ა. დ. ზახაროვის მიერ არხის ქვედა იარუსი მოაპირკეთეს გრანიტით და ამ პროექტის დროს, ასევე მოაწყვეს კირქვისაგან ფერდობები[1][2]. 2013 წლიდან არხზე და მის მიმდებარე სანაპიროზე მიმდინარეობს ძირეული რეკონსტრუქცია.

ხიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს შკიპერის არხზე გაიყვანეს ამავე სახელწოდების ხიდი. იგი წარმოადგენს ერთადერთ გადამკვეთ ნაგებობას შკიპერის არხზე. თავდაპირველად იგი იყო ხის ხიდი, ხოლო შემდგომ, 1997 წელს ლითონისგან დამზადდა [3]. ხიდის მთავარი ინჟინერი იყო პ. პ. შიპოვი. მისი სიგრძე 34,6 მეტრია, ხოლო სიგანე 7,7 მეტრი. დღეს იგი გამოიყენება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვისაც.

გეოგრაფიული ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არხის სიგრძე 450 მეტრია, სიგანე კი 30 მეტრი. დღეს ის გამოიყენება სპორტული სანახაობების გასამართად და ასევე დასასვენებლად.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შკიპერის არხი და მის მიმდებარე სანაპირო ზოლი შეტანილია ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. არხთან განთავსებული ტერიტორიები დაცულ ზონებად ითვლება. ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა იყოს კოორდინირებული ძეგლთა დაცვის კომიტეტთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 135. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шкиперский канал на сайте «Дыхание Питера».. ციტირების თარიღი: 2019-01-11.
  2. Citywalls. Архитектурный сайт Санкт-Петербурга.. ციტირების თარიღი: 2019-01-11.
  3. Шкиперский мост.. ციტირების თარიღი: 2019-01-11.