ჰაირაბეტოვის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაირაბეტოვის თეატრი
რუს. Гайрабетовский театр
კოორდინატები 47°13′18″N 39°42′45″E / 47.221547° ჩ. გ. 39.712586° ა. გ. / 47.221547; 39.712586
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი დანგრეული
დაწყების თარიღი 1862
დასრულების თარიღი 1863

ჰაირაბეტოვის თეატრი (რუს. Гайрабетовский театр) — ყოფილი თეატრი დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის შემადგენლობაში). მდებარეობდა დიდი სადოვაიის ქუჩისა და ნიკოლაევის შესახვევის (ამჟამად სემაშკოს შესახვევი) გადაკვეთაზე. შენობა მოქმედებდა 1862-1896 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1862 წელს გუბერნატორის ინიციატივით ადგილობრივმა მდიდრებმა კ. ჰაირაბეტოვმა, ი. გრიბანოვმა და მ. დრაშკოვიჩმა თეატრალურ დირექციას მიმართეს ქალაქში რუსეთის დრამატული თეატრის მშენებლობის ორგანიზების შესახებ. თეატრის შენობის მშენებლობა გაგრძელდა ერთი წელი. შენობა ააგეს ვაჭარ კარპ ჰაირაბეტოვისა და მარკ დრაშკოვიჩის ფინანსებით და ქალაქსაც უნდა გემოეყო სუბსიდია, მაგრამ სამინისტრომ უარი თქვა სუბსიდირებაზე. ჰაირაბეტოვმა და დრაშკოვიჩმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და საქმე მოიგეს.

ჰაირაბეტოვის თეატრი გაიხსნა 1863 წლის 23 ივნისს. 1863 წელს აქ მოღვაწეობდა რუსი მსახიობი მიხაილ შჩეპკინი.

1882 წელს ვაჭარმა, როსტოვის თამბაქოს ფაბრიკის მფლობელმა ვ. ასმოლოვმა პირველმა ააგო ქალაქში თეატრის ქვის შენობა, რომელმაც კონკურენცა გაუწია ჰაირაბეტოვის თეატრს, რომელიც ხისგან იყო აგებული. ჰაირაბეტოვის თეატრის მფლობელები ფიქრობდნენ, რომ მათ უნდა დაედოთ ქალაქის ხელისუფლებასთან ხელშეკრულება, რომლის ძალითაც არ უნდა მიეცა ქალაქის მტავრობას თანხმობა ქალაქში სხვა თეატრების აგების შესახებ. როსტოვის ქალაქის ხელისუფლება წავიდა კომპრომისზე და ასმოლოვის თეატრს უწოდეს საკონცერტო დარბაზი. ასმოლოვის თეატრის გახსნის შემდეგ ჰაირაბეტოვის თეატრი პუბლიკამ მიატოვა. ხის შენობა კი 1896 წლამდე კვლავ იდგა, რის შემდეგაც იგი დაანგრიეს.

1897 წელს ყოფილი თეატრის ადგილზე არქიტექტორ ალექსანდრე პომერანცევის პროექტის მიხედვით ააგეს დონის როსტოვის ქალაქის საბჭოს შენობა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1862 წელს აშენებული გჰაირაბეტოვის თეატრი იყო დაბალი ხის შენობა. მაყურებელთა დარბაზში იყო სკამების 22 რიგი, ლოჟის ორი იარუსი და გალერეის სამი იარუსი.

მაყურებელი ვიწრო კორიდორის გავლით შედიოდა თეატრის პარტერში. ჰაერი გარეთა კარიდან უბერავდა მაყურებელთა დარბაზში. შესასვლელის ორივე მხარეს ვიწრო დერეფანი იყო. დერეფნიდან იყო გასასვლელი ფოიეში, ბუფეტში და ტუალეტში. თეატრი განათებული იყო ნავთის ლამფებით.

ორკესტრის ადგილზე დაჟდომა შეეძლო 15 ადამიანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сидоров В. Энциклопедия старого Ростова и Нахичевани-на-Дону. Т.5.- Ростов-на-Дону, 1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]