ინტურისტის ავტოფარეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინტურისტის ავტოფარეხი
Гараж Интуриста

ავტოფარეხის სურათი, 2008 წელს ივლისი
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი კონსტანტინ მელნიკოვი, ვ. ი. კუროჩკინი
დაწყების თარიღი 1932
დასრულების თარიღი 1934
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733710000

ინტურისტის ავტოფარეხი (რუს. Гараж «Интуриста») — მრავალსართულიანი ავტოფარეხის შენობა მოსკოვში, სუშევსკის მაგისტრალზე, რომელიც 1934 წელს, არქიტექტორ კონსტანტინ მელნიკოვის პროექტით აშენდა, ვ. ი. კუროჩკინთან თანაავტორობით. ავტოფარეხი განკუთვნილი იყო სასტუმრო ინტურისტის ავტომობილებისთვის.

ინტურისტის ავტოფარეხის შენობა საბჭოთა ავანგარდული არქიტექტურის ძეგლია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს ჩამოყალიბებული სსრკ-ის საზღვარგარეთის ტურიზმის სახელმწიფო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტი“, თავდაპირველად არ ფლობდა საკუთარ მატერიალურ ბაზას. 1933 წელს, „ინტურისტი“ და საკავშირო აქციონერთა საზოგადოება „ოტელი“ გაერთიანდა და ინტურისტმა თავის მართვაში რამდენიმე სასტუმრო, რესტორანი და ავტოტრანსპორტი მიიღო.[1] ყოველწლიურად მზარდი მატერიალური ბაზით, „ინტურისტი“-სთვის საჭირო გახდა ახალი ავტოფარეხის აშენება, რომელიც მოემსახურებოდა საკავშირო საზოგადოების ავტომობილებს.

ავტოფარეხის პროექტის შემუშავება დაევალა მოსკოვის № 7 არქიტექტურულ-გეგმურ სახელოსნოს, რომელსაც კ. ს. მელნიკოვი ხელმძღვანელობდა. შენობის ნახაზების სამუშაო ვერსია შეასრულა სახელოსნოს არქიტექტორმა ვ. ი. კუროჩკინმა. ეს იყო ტიპური კონსტრუქტიული საწარმოო ნაგებობა, რომელსაც უხვად ბრტყელი შუშიანი ფასადი ჰქონდა. პროექტირების მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩაერთო კ. ს. მელნიკოვი. ბახმეტიევისა და ნოვორიაზანსკის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხისგან განსხვავებით, რომელიც სრულად მელნიკოვის მიერ შესრულებულია, ინტურისტის ავტოფარეხი მოითხოვდა მხოლოდ ფასადების „არქიტექტურულ გაფორმებას“ და ინჟინერ-ტექნოლოგების მიერ პროექტირებულ ტიპურ კონტრუქციულ გადაწყვეტილებებს. მელნიკოვი, საერთო მოცულობით-სივრცული კომპოზიციისა და შენობის გეგმის შეცვლის გარეშე, მკვეთრად შეცვალა ავტოფარეხის ფასადების კომპოზიცია, სადაც შეიტანა ხატოვნება, პლასტიკა და დინამიკა. [2]

ინტურისტის ავტოფარეხის მთავარი ფასადი, როგორც მელნიკოვის სხვა შენობა-ნაგებობების ფასადები, შემუშავებულია როგორც ერთიანი ხატოვანი კომპოზიცია სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების, რომელიხ იღებს წრის, ტრაპეციისა და მართკუთხედის ფორმას. ავტოფარეხის ფასადი არქიტექტორის მიერ გამოისახა, როგორც ეკრანი, რომლის ცენტრში (სპეციალურ წრიულ „ვიტრინაში“) გამუდმებით ციმციმებენ გამვლელი ავტომობილები. დიაგონალი, რომელსაც მელნიკოვი იყენებდა თავისი პროექტების უმეტესობაში (ბახმეტიევის ავტოფარეხი, რუსაკოვის მუზეუმი, ნოვო-სუხარევსკის ბაზარი), ინტურისტის ავტოფარეხის პროექტში, იღებს თავისთავზე კომპოზიციის დომინანტობას ფასადზე: უზარმაზარი წრიული ფანჯრის ქვევიდან დაწყებული, იგი ჭრის მთელ მთავარ ფასადს, გარსუვლის შენობას მარცხნიდან და მასზე უსასრულობის ნიშანს განასახიერებს.

1990 წელს, მელნიკოვის დაბადების 100 წლისთავზე, ინტურისტის ავტოფარეხი შეიტანეს მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლების სიაში. [3]

დღეისთვის, ავტოფარეხის შენობას იყენებს რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ავტოტრანსპორტის სამსახური.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსულად
  • Константин Степанович Мельников: Архитектура моей жизни. Творческая концепция. Творческая практика / А. Стригалёв, И. Коккинаки, მოსკოვი: Искусство, 1985.
  • Константин Мельников. Рисунки и проекты: Каталог выставки, მოსკოვი: Советский художник, 1989. — გვ. 125, ISBN 978-5269001739.
  • Хан-Магомедов С. О ., Константин Мельников, მოსკოვი: Архитектура-С, 2006, ISBN 978-5-9647-0095-1.
  • Стригалёв А. А., Константин Степанович Мельников, მოსკოვი: Искусство, 1985.
ინგლისურად
  • Pare, Richard, Die verlorene Avantgarde, Schirmer/Mosel Verlag Gm, 2007, ISBN 9783829602990.
  • MacEl, Otakar, Fosso, Mario, Konstantin S. Mel'nikov and the Construction of Moscow, Skira, 2001, ISBN 9788881185399.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]