ლუჟნიკის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუჟნიკის სტადიონი

ლუჟნიკის სტადიონი მოსკოვში
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
კოორდინატები 55°42′57″ ჩ. გ. 37°33′13″ ა. გ. / 55.7159889° ჩ. გ. 37.5537583° ა. გ. / 55.7159889; 37.5537583
აშენდა 1956 (1956)
გაიხსნა 31 ივლისი, 1956 (1956-07-31)
აღდგა 1996—1997
2001—2004
2013—2017
მესაკუთრე მოსკოვის მთავრობა
საფარი ბუნებრივი
ტევადობა 81 000
გუნდები
რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ლუჟნიკის სტადიონი (რუს. стадион „Лужники“; 1992 წლამდე - ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონის დიდი სპორტული არენა) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს დედაქალაქ მოსკოვში, ვორობიოვოს მთების სიახლოვეს. განთავსებულია ოლიმპიურ კომპლექს „ლუჟნიკის“ ცენტრალურ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ ლუჟიკებში „მოსკოვის დიდი სტადიონის“ მშენებლობა გადაწყვიტა. ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონის შემადგენლობაში შემავალი დიდი სპორტული არენის პროექტირება 1955 წლის იანვარში დაიწყო, მშენებლობა კი იმავე წლის აპრილში. სამშენებლო პროცესს სკკპ-ის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ეკატერინა ფურცევა კურირებდა.

თავდაპირველად, სტადიონი და მთლიანი კომპლექსი ვლადიმერ ლენინის სახელს ატარებდა. (ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი ეწოდებოდა არა თავად სტადიონს, არამედ მთლიან სპორტულ კომპლექსს.[1]) მისი საზეიმო გახსნა 1956 წლის 31 ივლისს მოხდა. მას შემდეგ სტადიონს რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსრუქცია.

სტადიონის შიდა ხედი რუსეთ—გერმანიის მატჩის დროს

1973 წლიდან სტადიონზე გამართულ მატჩებზე დიქტორად იური ლევიტანი და ვალენტინ ვალენტინოვი მუშაობდნენ.

1980 წელს სტადიონი მთავარი ოლიმპიური არენა გახდა[2], რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო.

1982 წელს მოსკოვის „სპარტაკისა“ და ჰოლანდიის ჰარლემს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩზე ლუჟნიკების ტრაგედია მოხდა. ჭყლეტვის დროს 66 ადამიანი დაიღუპა[3].

1990 წლის 24 ივნისს სტადიონზე ჯგუფ „კინოს“ ბოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას 70 000 მაყურებელი ესწრებოდა.

1992 წლის გაზაფხულზე სახელმწიფო საწარმოს და მასში შემავალი სპორტკომპლექსის პრივატიზირება მოხდა, რის შემდეგაც ახალი სახელი „ოლიმპიური კომპლექსი „ლუჟნიკი“ მიიღო, ხოლო ივნისისთვის კი სახელწოდებიდან სრულად მოშორდა ლენინის ხსენება[4].

1996-1997 წლებში გადახურვის დამონტაჟების გამო სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

1998 წელს უეფას მიერ სტადიონი ევროპის ხუთვარსკვლავიანი სტადიონების სიაში შევიდა (2006 წლიდან 4 კატეგორიის სისტემა გამოიყენება).

1999 წლის 12 მაისს სტადიონმა უეფას თასის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც იტალიური პარმა და ფრანგული მარსელის ოლიმპიკი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს ფინალი რუსეთში გამართული ევროპული საკლუბო ტურნირის პირველი ფინალი იყო.

2008 წლის 21 მაისს ლუჟნიკის სტადიონზე პირველად გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი. შეხვედრაში ერთმანეთს ინგლისური ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ. 22 მაისს უეფამ „ლუჟნიკის“ „ელიტური“ სტადიონის წოდება მიანიჭა[5].

2017 წლის 11 ნოემბერს ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონი რუსეთისა და არგენტინის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. შეხვედრაში, მასპინძლები 0:1 დამარცხდნენ. განახლებულ სტადიონზე მატჩის ერთადერთი გოლი არგენტინელმა სერხიო აგუერომ გაიტანა.

2018 წელს სტადიონზე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 7 მატჩი გაიმართება (ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი, მერვედფინალური მატჩი, ერთი ნახევარფინალი და ფინალი).

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
14 ივნისი, 2018 18:00 რუსეთის დროშა რუსეთი საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი ჯგუფი A
17 ივნისი, 2018 18:00 გერმანიის დროშა გერმანია მექსიკის დროშა მექსიკა ჯგუფი F
20 ივნისი, 2018 15:00 პორტუგალიის დროშა პორტუგალია მაროკოს დროშა მაროკო ჯგუფი B
26 ივნისი, 2018 17:00 დანიის დროშა დანია საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ჯგუფი C
1 ივლისი, 2018 17:00 B ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალი
11 ივლისი, 2018 21:00 59-ე მატჩის გამარჯვებული მე-60 მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალი
15 ივლისი, 2018 18:00 61-ე მატჩის გამარჯვებული 62-ე მატჩის გამარჯვებული ფინალი

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Стадион имени В. И. Ленина — Большая советская энциклопедия, том 24, часть 1, стр. 397
  2. Фотопроект «Город на память». 92. Лужники. Большая спортивная арена | Столичный Информационный портал. www.yamoskva.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-25. ციტირების თარიღი: 2016-07-26.
  3. Зайкин, В., Трагедия в Лужниках. Факты и вымысел // № 202 от 20 июля, Известия, 1989.
  4. www.stadiumzone.net-ის მიხედვით
  5. Сообщение пресс-центра Интерфакс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-04. ციტირების თარიღი: 2018-03-17.