პუტილოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუტილოვის სახლი
Доходный дом Путиловой
კოორდინატები 59°57′34″N 30°18′03″E / 59.959358° ჩ. გ. 30.300722° ა. გ. / 59.959358; 30.300722
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ი. ა. პრეტრო
სტილი ჩრდილოეთის მოდერნი
თარიღდება 1906-1907
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831455000

პუტილოვის სახლი (რუს. Доходный дом Путиловой) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონში. დიდი პროსპექტი, სახლი № 44. აგებულია 1906-1907 წლებში. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი წარმოადგენს ჩრდილოეთის მოდერნის, მოდერნის რუსული მიმდინარეობის, ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს. აღნიშნულმა მიმდინარეობამ განვითარება ჰპოვა XX საუკუნის სანქტ-პეტერბურგში, შვედური და განსაკუთრებით ფინური არქიტექტურის გავლენით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჭრის ქვრივი ტ. ნ. პუტილოვა, რომლისთვისაც ააგეს სახლი, ფლობდა მანუფაქტურულ მაღაზიას ვასლევსკის კუნძულის შუა პროსპექტზე. მიწის ნაკვეთი მან 1905 წელს მიიღო პირველი რანგის კაპიტან პ. პ. გერინგისაგან. მალევე სახლის აშენებისთანავე შენობა გადაეცა ამხანაგობას და მასში განათავსეს ამხანაგობის ერთ-ერთი მაღაზია. გარდა ამისა, რევოლუციამდე შენობაში განთავსებული იყო რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო ბანკის განყოფილება, ასევე დ. გ. ორფენოვის სტენოგრაფიის კურსები. სახლის უკანასკნელი მფლობელი იყო კომერციული მრჩეველი მ. ლ. ბალაბანოვი, ჩრდილოეთის მინის მრეწველობის საზოგადოების სამმართველოს თავმჯდომარე.

ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე სახლში განთავსებული იყო ქალაქში ცნობილი საკომისიო მაღაზია. მომდევნო წლებში სახლში განათავსეს სხვადასხვა ოფისები და მაღაზიები.

2011-2012 წლებში სახლის კედლებს ჩაუტარდათ კოსმეტიკური რემონტი. მოხდა ფასადის კომპლექსური რესტავრაცია.

2001 წელს სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სახელმწიფო კონტროლის, გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომიტეტმა შეიტანა ხელახლა გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]