რაკეტა სოიუზის მემორიალური კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაკეტა „სოიუზის“ მემორიალური კომპლექსი
Памятный комплекс ракеты-носителя „Союз“
კოორდინატები 53°12′45″ ჩ. გ. 50°08′42″ ა. გ. / 53.21250° ჩ. გ. 50.14500° ა. გ. / 53.21250; 50.14500
მდებარეობა სამარა, რუსეთი
არქიტექტორი ჟუკოვი და ჩიჩერინა
გახსნის თარიღი 1 ოქტომბერი, 2001

რაკეტა სოიუზის მემორიალური კომპლექსი (რუს. Монумент ракета-носитель „Союз“ музея „Самара Космическая“ им. Д. И. Козлова) — საბჭოთა რაკეტა „სოიუზის“ მემორიალი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში, ლენინის გამზირის ბოლოს კოზლოვის მოედანზე. მემორიალი 2001 წლის 1 ოქტომბერს იური გაგარინისა და რაკეტა Р-7-ის 11A511 (სოიუზი) კოსმოსში გაფრენის იუბილის აღსანიშნავად გაიხსნა. Р-7-ის ტიპის რაკეტებს რაკეტების კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ სამარაში 1958 წლიდან უშვებდა[1].

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალი წარმოადგენს ნამდვილ რაკეტა Р-7-ს რომელიც სპეციალური ლითონის კონსტრუქციით დამაგრებულია შენობაზე. რაკეტის სიმაღლე შენობასთან ერთად 68 მეტრია, წონა - 20 ტონა. დამჭერი კონსტრუქცია 53 ტონას იწონის[2]. გამოფენილი რაკეტის ეგზემპლარი 1984 წელს კუიბიშევის საწარმო „პროგრესში“ დამზადდა, როგორც პლესეცკის კოსმოდრომის საწვრთნელი და საბრძოლო გათვლების ნიმუში. თავისი რესურსის ამოწურვის შემდეგ 1999 წელს რაკეტა 40 წლის იუბილეზე რაკეტების კოსმოსურ ცენტრ „პროგრესს“ აჩუქეს, რომელმაც ის მაკეტის სახით მუზეუმს გადასცა. რაკეტიდან მოხსნეს ყველა აღჭურვილობა და კონსტრუქცია ჭანჭიკებით გაამაგრეს, რომელიც მხოლოდ ავზზე 13 000 ერთეული დაიხარჯა. რაკეტა თეთრ და ნარიჯისფერ ფერებში გადაიღება. მონუმენტის კომპლექსი და მუზეუმის შენობა ერთიან არქიტექტურულ გადაწყვეტას წარმოადგენს. კომპლექსი ქალაქში ბოლო წლებში განმავლობაში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ჟუკოვი და ჩიჩერინა.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონუმენტი 2001 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. ცერემონიას სამარის ოლქის გუბერნატორი კონსტანტინე ტიტოვი, რაკეტების კოსმოსური ცენტრი „პროგრესის“ მთავარი კონსტრუქტორი დიმიტრი კოზლოვი, რუსავიაკოსმოსის, ბაიკონურისა და პლისეცკის პოლიგონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2007 წლის 7 ივლისს მემორიალის გვერდით „სიყვარულის ხეივანი“ გაშენდა.

სამარის კოსმოსური მუზეუმის ოფიციალური გახსნა 2007 წლის 12 აპრილს შედგა[2] და მუშაობის პირველივე წელს მუზეუმი ტურიზმის განვითარების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „Туристический бренд Самарской области“ გამარჯვებული გახდა[3].

2010 წლის 24 თებერვალს მემორიალის წინ მდებარე მოედანს რაკეტების კოსმოსური ცენტრი „პროგრესის“ ლეგენდარული მთავარი კონსტურქტორის დიმიტრი კოზლოვის სახელი მიენიჭა[4][5].

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს რაკეტა Р-7-ის რიგით მეხუთე მემორიალია[3]. რაკეტა Р-7-ისადმი მიძღვნილი წინა მონუმენტები და მემორიალები დაიდგა:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Алексушин Г. В. Самарские памятники: Научно-справочное пособие. — Самара, 2008. — 500 экз.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]